კემპტენი
კემპტენი (გერმ. Kempten) — ქალაქი ბავარიაში, სამხრეთ გერმანიაში; კემპტენის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში ცხოვრობს 65 044 ადამიანი, სიმჭიდროვეა 1 000 ადამიანი კმ2-ზე, ფართობი კი 63,29 კმ2. კემპტონი არის უძველესი ურბანული დასახლება (ქალაქი) გერმანიაში.[2]
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- ბად დურკჰაიმი, რაინლანდ-პფალცი, გერმანია, 2001 წლიდან.
- კუიბერონი, მორბიანი, საფრანგეთი, 1971 წლიდან.
- სლაიგო, სლაიგოს საგრაფო, ირლანდია, 1990 წლიდან.
- შოპრონი, დიორ-მოშონ-შოპრონის მედიე, უნგრეთი, 1987 წლიდან.
- ტრენტო, ტრენტოს პროვინცია, იტალია, 1987 წლიდან.