ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ილდა გადეა აკოსტა (დ. 21 მარტი, 1925 — გ. 11 თებერვალი, 1974 [1] [2]) — პერუელი ეკონომისტი, კომუნისტი ლიდერი და მწერალი. ის იყო ჩე გევარას პირველი ცოლი.

ილდა გადეა
144 × 287 pixels
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1925
ლიმა,პერუ
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1974 (48 წლის)
ჰავანა, კუბა
მეუღლე(ები) ერნესტო ჩე გევარა
შვილ(ებ)ი ილდა გევარა

გადეა აკოსტა იყო ამერიკის სახალხო-რევოლუციური ალიანსის აღმასრულებელი ეროვნული კომიტეტის ეკონომიკის მდივანი.[3] პერუში მისი საქმიანობა უძღოდა 1948 წელს მის გადასახლებას. იგი, პირველად, ჩე გევარას შეხვდა გვატემალაში 1953 წლის დეკემბერში. [4] [5] გადეა და გევარა მექსიკაში გადავიდნენ პოლიტიკური ზეწოლის გამო. მან გევარა რამდენიმე კუბელ აჯანყებულს გააცნო.

გადეა ჩე გევარაზე დაქორწინდა 1955 წლის სექტემბერში მექსიკაში, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ორსულად იყო. ქორწინება დასრულდა 1959 წლის მაისში. მათ ჰყავდათ ქალიშვილი ილდა ბეატრისი „ილდიტა“ გევარა გადეა, რომელიც 1956 წლის თებერვალში დაიბადა და 1995 წელს გარდაიცვალა (სიმსივნით). [6]

კუბის რევოლუციის შემდეგ, რომელშიც გევარა იბრძოდა, გადეა კუბაში ჩავიდა და გევარას განცხადებას, რომ მას სხვა ქალი ალეიდა მარჩი შეუყვარდა, დაუპირისპირდა და განქორწინება მოითხოვა. გადეა გევარას პოლიტიკური მოძრაობის ერთგული დარჩა; იგი გარდაიცვალა ჰავანაში 1974 წელს.[7] მან დაწერა მემუარები ჩემი ცხოვრება ჩესთან.[8] გაბრიელ სან რომანმა, Z Magazine- ის მწერალმა, დაწერა პიესა გადეას შესახებ. [9]

  1. Gadea, Hilda (2008-09-30). My Life With Che (en). Pen & Sword Books Limited. ISBN 978-1-78383-722-9. 
  2. "My Life With Che დაარქივებული 2009-09-22 საიტზე Wayback Machine. ." Macmillan; retrieved 23 February 2009.
  3. "My Life With Che დაარქივებული 2009-09-22 საიტზე Wayback Machine. ." Macmillan; retrieved 23 February 2009.
  4. "My Life With Che დაარქივებული 2009-09-22 საიტზე Wayback Machine. ." Macmillan; retrieved 23 February 2009.
  5. "Rebel Wife", The Washington Post; retrieved 23 February 2009.
  6. Snow, Anita. My Life With Che დაარქივებული 2012-12-05 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links by Hilda Gadea" (Associated Press), WJXX-TV. 16 August 2008; retrieved 23 February 2009.
  7. Snow, Anita. My Life With Che დაარქივებული 2012-12-05 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links by Hilda Gadea" (Associated Press), WJXX-TV. 16 August 2008; retrieved 23 February 2009.
  8. "My Life With Che დაარქივებული 2009-09-22 საიტზე Wayback Machine. ." Macmillan; retrieved 23 February 2009.
  9. San Román, Gabriel. "On the Roadshow with Che დაარქივებული 2009-10-01 საიტზე Wayback Machine. ." Z Magazine. February 2009; retrieved 23 February 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილდა_გადეა“-დან