ილგარ შაბანოღლუ ჯაფაროვი (აზერ. İlqar Şaban oğlu Cəfərov; დაიბ. 28 ნოემბერს 1960, კიროვაბადში, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი ფოტოჟურნალისტი, აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომელი. ისეთი საერთაშორისო ფოკონკურსების გამარჯვებული, როგორებიცაა: RussianPress Photo-2007, CleanWorld Austrian-2008, „იუმორი სპორტში“, „მოსკოვი - 2009“ და სხვ.[1] ჯაფაროვის ფოტოები შეტანილია წიგნებში და კატალოგებში, მის სათავალვშია რამდენიმე ფოტოგამოფენა საზღვარგარეთ.[2] აზერბაჯანის კულტურის დამსახურებული მოღვაწე.[3]

ილგარ ჯაფაროვი
დაბადების თარიღი 28 ნოემბერი 1960
მოინათლა კიროვაბადი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა ჟურნალისტი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია რედაქტირება

ილგარ ჯაფაროვი 1960 წლის 28 ნოემებერს ქალაქ კიროვაბადში (განჯა) დაიბადა, სადაც გაიზარდა. მისი მშობლები მებამბეობის სფეროს მცოდნენი იყვნენ. 10 წლის ჯაფაროვს პირველი ფოტოაპარატი „სემნა - 8“ მამამ აჩუქა, რა დროიდანაც მან მის ირგვლივ ყველაფრის გადაღება დაიწყო. გამოცდილებას მაღაზიაში იძენდა, სადაც ფოტოების გასამჟღავნებელ ქიმურ პრეტპარატებს იღებდა. იქ ხშირად შედიოდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებსაც ჯაფაროვი გამოჰკითხავდა. მათმა რეკომენდაციებმა და დამოუკიდებელმა სწავლამ ჯაფაროვი ფოტოგრაფიის სფეროში შეიყვანა. არც ისე ხშირად სამუშაოსაც სთავაზობდნენ.[1]

1983 წელს ჯაფაროვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.[4] მალე ილგარ ჯაფაროვმა მოსკოვის სსრკ-ს ჟურნალისტთა კავშირის ფოტოცენტრთან არსებული ფოტოჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა.[2]

ჯაფაროვის პროფესიული კარიერა 25 წლის ასაკში დაიწყო. 30 წლის იყო როდესაც საბჭოთა საინფორმაციო სააგენტოს ბაქოს განყოფილების ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა.[1] 1991 წლიდან ილგარ ჯაფაროვი აზერბაიჯანის სატელეგრაფო სააგენტოს ფოტოკორესპნდენტია.[2]

აზერბაიჯანის სატელეგრაფო სააგენტოს ფოტოკორესპნდენტად მუშაობისას, 1992 წელს ილგარ ჯაფაროვმა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულთა გადაღება დაიწყო, რომლებიც ყარაბაღის ომის მსხვერლი გადნენ. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ჯაფაროვი ხშირად დადიოდა კარვების ქალაქებსა და მოსაზღვრე რაიონებში. ჯაფაროვი განსაკუთრებულად გამოყოფს თავის მივლინებას შუშაში, ლაჩინში, ფიზულში, აღდამსა და ხოჯალში.[1] იქ მან ბავშვები, მოხუცები, სამხედროები გადაიღო. მას ფოტოების მთელი სერია დაუგროვდა, რომელიც თავის გამოფენაზე „სულის ძახილი“ წარმოადგინა. ილგარ ჯაფაროვმა ხოჯალის სისხლისღვრის მსხვერპლთა ფოტოები გადაიღო.[4]

2007 წლიდან ილგარ ჯაფაროვი სხვადსხვა საერთაშორისო ფოკონკურსების პრიზიორი ხდება.

2010 წლის 26 თებერვალს ილგარ ჯაფაროვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.[3]

სქოლიო რედაქტირება