ილარიონ კვარაცხელია

ქართველი გეოგრაფი, მათემატიკოსი და მეცნიერი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ილარიონ კვარაცხელია (დ. 21 ოქტომბერი, 1907, ნაკიფუ — გ. 17 ივნისი, 1993) — ქართველი გეოგრაფი, მათემატიკოსი და მეცნიერი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

ილარიონ კვარაცხელია
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1907(1907-10-21)
დაბ. ადგილი ნაკიფუ
გარდ. თარიღი 17 ივნისი, 1993(1993-06-17) (85 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და მათემატიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო ქალაქ თბილისში მათემატიკის მასწავლებლად. 1931-1934 წლებში ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკის ობსერვატორიაში ასპირანტურის კურსი გაიარა. 1934 წელს დაინიშნა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის აეროლოგიური განყოფილების გამგედ, მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დაიწყო ატმოსფეროს მაღალი ფენების რადიოზონდირება. მის სახელთან არის დაკავშირებული ამიერკავკასიის ატმოსფეროს მაღალი ფენების მეცნიერული გამოკვლევების დაწყება და ეროვნული კადრების მომზადება. 1941-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, სადაც სამხედრო ქვეგანაყოფებს უზრუნველყოფდა მეტეოროლოგიური ინფორმაციით და ამინდის პროგნოზით. 1945 წლიდან მუშაობას განაგრძობს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. მის საკანდიდატო ნაშრომში მოცემულია თავისუფალ ატმოსფეროში ტემპერატურის განაწილების თავისებურება თბილისის აეროლოგიური მასალების საფუძველზე. მის სადოქტორო ნაშრომში შესწავლილია მეტეოროლოგიური ელემენტების განაწილების თავისებურებანი სიმაღლის მიხედვით ამიერკავკასიაში და მათზე რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გავლენა. 1953 წელს შეიქმნა თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. იგი დაინიშნა დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათში მოცემულია სითბოსა და სიცივის ტალღების გავრცელების გზები ამიერკავკასიაში. აეროსინოპტიკური მასალის საფუძველზე დადგენილია ჩრდილოეთიდან კავკასიაში ცივი და თბილი ჰაერის მასების გადმოსვლის შესაძლებლობა, დასავლეთ საქართველოში ფიონების წარმოქმნის ორიგინალური თეორია, აგრეთვე ნაკადური დინებების წარმოქმნის აეროსინოპტიკური პირობები და ტროპოპაუზის სტრუქტურული თავისებურება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტემპერატურული ველის თავისებურება თბილისში და მისი ურთიერთკავშირი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებთან“, დაიცვა 1948 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ამიერკავკასიის აეროლოგიური გამოკვლევა“, დაიცვა 1965 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Аэрологические исследования в Закавказье, Ленинград. Тбилиси, Закавк. н.-и. гидрометеорол. ин-т., 1964, с. 245

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 147

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება