ილარიონ (ილია) დავითის ძე გოცირიძე (დ. 15 იანვარი, 1897, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 მარტი, 1968, მოსკოვი; დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე) — ქართველი მშენებელი ინჟინერი, მოღვაწეობდა რუსეთში. ინჟინერ ვიქტორ გოცირიძის უფროსი ძმა.

დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო–სატრანსპორტო ინსტიტუტი 1929 წელს. 1929-1933 წლებში მუშაობდა შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის რკინიგზების, შემდეგ მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. 1939 წლიდან იყო მოსკოვის მეტრომშენის უფროსი, 1941-1953 — საბჭოთა კავშირის მიმოსვლის გზათა სახალხო კომისრის მოადგილე, 1954-1962 წლებში — სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით ააშენეს სადგურები „კრასნიე ვოროტა“ (რუს. Красные ворота) და „პლოშად მაიაკოვსკოგო“ (Площадь Маяковского); დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების საქმეში. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, სტალინური პრემია (1947).

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება