იზაბელ სტოუნი
იზაბელ სტოუნი (ინგლ. Isabelle Stone ; დ. 1868 — გ. 1966) — ამერიკელი ფიზიკოსი და პედაგოგი. პირველი ქალი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკის დარგში.[2]
იზაბელ სტოუნი | |
---|---|
ინგლ. Isabelle Stone | |
დაბ. თარიღი | 18 ოქტომბერი, 1868[1] |
დაბ. ადგილი | ჩიკაგო |
გარდ. თარიღი | 1966[1] |
გარდ. ადგილი | North Miami[1] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | Bryn Mawr School, ვასარის კოლეჯი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და Sweet Briar College |
ალმა-მატერი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი და უელსლის კოლეჯი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიზაბელ სტოუნი დაიბადა ჩიკაგოში, სკოლის მასწავლებლების ოჯახში. მისი მამა იყო ბაპტისტური ეკლესიის აქტიური წევრი და ჟურნალ Chicago Times-ის რედაქტორი, ხოლო დედა — ახალგაზრდა ქრისტიან ქალთა ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი. სტოუნმა დაამთავრა უელსლის კოლეჯი 1890 წელს ბაკალავრის ხარისხით მუსიკის დარგში, ხოლო 1896 წელს — ჩიკაგოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა. მომდევნო წელს მან წარმატებით დაიცვა სადოქტორი დისერტაცია და გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. ალბერტ მიკელსონის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამუშაოში მან განსაზღვრა წვრილი ლითონის ფენების ელექტრო გამტარობის ცვლილება მათი ასაკისა და გარემო პირობების მიხედვით (ტენიანობა, ტემპერატურა) და აჩვენა, რომ ფირების ელექტრული წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში სწრაფად მცირდება. ამგვარად, რეალურად განსაზღვრული სიდიდე გამოთვლილზე გაცილებით ნაკლები გამოდის. [3]
1890 წლიდან სტოუნი სწავლასთან ერთად პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული. ასწავლიდა ასტრონომიას, ალგებრას, გეომეტრიას და ტანვარჯიშს ემიგრანტთა კულტურულ ცენტრში, ხოლო 1897-1898 წლებში ასწავლიდა გოგონებს ბრინ მავრის მოსამზადებელ სკოლაში.ინგლ. Bryn Mawr Preparatory School ) ბალტიმორში. 1898-1906 წლებში მუშაობდა მასწავლებლად (ინგლ. instructor ) ვასარის კოლეჯის ფიზიკის ფაკულტეტზე (პუკიპსი, ნიუ-იორკი). ამავე დროს, ატარებდა სამეცნიერო კვლევებს კოლუმბიის უნივერსიტეტში, სწავლობდა ვაკუუმში თხელი ფენების თვისებებს და პლატინის ფირის ფერებს. 1899 წლის 30 მაისს სტოუნი მარსია კეიტთან ერთად იყო ერთ-ერთი ქალი, ვინც შევიდა ამერიკის ფიზიკის საზოგადოების დამფუძნებელი შეკრების 36 წევრიან შემადგენლობაში. ხოლო 1900 წელს ის ასევე იყო ორი ქალიდან ერთ-ერთი (მეორე მარი კიური ), რომელიც დაესწრო პარიზში ფიზიკის პირველ საერთაშორისო კონგრესს. [3]
1907 წელს სტოუნმა დასთან, ჰარიეტთან ერთად დააარსა გოგონათა კერძო სკოლა.(ინგლ. The Misses Stone’s School for Girls ) რომში. იმ დროს ამ ტიპის მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო სკოლა ფუნქციონირებდა, რომელიც უზრუნველყოფდა არა მხოლოდ ენის, არამედ იტალიისა და საფრანგეთის ისტორიისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და მუსიკის შესწავლას. სკოლამ არსებობა შეწყვიტა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, როდესაც დები სტოუნები იძულებული გახდნენ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. 1916 წლიდან 1923 წლამდე იზაბელ სტოუნი იკავებდა ფიზიკის ფიზიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას ვირჯინიის სვით-ბრაიარის კოლეჯში, რის შემდეგაც დასთან ერთად კვლავ გახსნა სკოლა გოგონებისთვის, ამჯერად ვაშინგტონში. თუმცა, დიდმა დეპრესიამ აიძულა ისინი 1929 წელს სასწავლებელი დაეხურათ. რამდენიმე წლის განმავლობაში ის და მისი და ატარებდნენ კერძო გაკვეთილებს პონსეში (პუერტო რიკო).
სტოუნი არასოდეს დაქორწინებულა, არ ჰყოლია შვილები.[4]
პუბლიკაციები
რედაქტირება- Stone I. On the Electrical Resistance of Thin Films: Ph.D. Thesis. — University of Chicago, 1897.
- Stone I. On the Electrical Resistance of Thin Films // Physical Review. — 1898. — Vol. 6. — P. 1—16. — doi:10.1103/PhysRevSeriesI.6.1.
- Stone I. Color in Platinum Films // Physical Review. — 1905. — Vol. 21. — P. 27—40. — doi:10.1103/PhysRevSeriesI.21.27.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ogilvie M.B. Stone, Isabelle (англ.) // Women in Science: Antiquity through the Nineteenth Century: A Biographical Dictionary with Annotated Bibliography. — MIT Press, 1990. — P. 186.
- Bonomo M.E. Isabelle Stone: breaking the glass ceiling with thin films and teaching (ინგლ.). — 2020. — arXiv:2010.08144.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Bonomo M. E. Isabelle Stone: breaking the glass ceiling with thin films and teaching — arXiv:2010.08144
- ↑ Behrman, Joanna. "American Women in Physics: Their Higher Education and Sites of Practice, 1870-1940". Consortium for History of Science, Technology and Medicine. Retrieved 2021-03-15.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Bonomo 2020.
- ↑ Sweet Briar College (1920). The Briar Patch. p. 11 – via Internet Archive.
- ↑ "Stone, Dr. Isabelle". American Men of Science. New York: The Science Press. 1910. p. 455.