ივანე ჯაში (დ. 23 აპრილი, 1901, ჭოგნარი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 10 მაისი, 1984) — ქართველი აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივანე ჯაში დაიბადა 1901 წლის 23 აპრილს, სოფელ ჭოგნარში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი.

1930–1935 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო ნაწილში, 1941–1973 წლებში — პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. 1931–1934 და 1941–1981 წლებში ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე. ივანე ჯაშის მეთოდური მითითებები „სოციალისტურ სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაცია“ (1957, 1963) გამოყენებულია სსრკ უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი საგნის მეთოდურ მითითებებში. მისი მონაწილეობით შედგენილი მუხრანის სასწავლო მეურნეობის საორგანიზაციო გეგმა სანიმუშოდ იქნა აღიარებული სსრკ უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლებისათვის. თანაავტორი და რედაქტორია დამხმარე სახელმძღვანელოებისა: „მებაღეობისა და მევენახეობის ორგანიზაცია კოლმეურნეობებში“, „მემინდვრეობის ორგანიზაცია“, „მებოსტნეობის ორგანიზაცია კოლმეურნეობებში“ 1953, „სუბტროპიკული მეურნეობის ორგანიზაცია“ (1951) და სხვა.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, მიღებული აქვს ნ. ი. ვავილოვის ოქროს მედალი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება