ივანე კახაძე
ივანე რაჟდენის ძე კახაძე (დ. 4 იანვარი, 1905 [ძვ. სტ. 22 დეკემბერი, 1904], დიდი ჯიხაიში — გ. 17 მაისი, 1955, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950). გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947).
ივანე კახაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 დეკემბერი, 1904 (4 იანვარი, 1905) |
დაბ. ადგილი | დიდი ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 17 მაისი, 1955 (50 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოლოგი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (1930). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
კახაძის შრომები შეეხება კავკასიის მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის საკითხებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სასარგებლო წიაღისეულების (ქვანახშირი, ბარიტი, პოლიმეტალები, სამშენებლო ქვები და სხვ.) საბადოების გეოლოგიური აგებულების შესწავლის საქმეში.
დაჯილდოებლია შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე მედელბით.
თხზულება
რედაქტირება- საქართველოს შუა იურულის ფაუნა, 1942.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზესაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 446.