იესე ფალავანდიშვილი
იესე იოსების ძე ფალავანდიშვილი (რუს. Евсевий Осипович Палавандов. გ. 1857, სოფ. უსტ-ცილმა, ახლანდ. კომის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) — 1832 წლის შეთქმულების გამცემი, თავადი. რუსეთში ცნობილი იყო, როგორც ევსევი ოსიპოვიჩ ფალავანდოვი (Евсевий Осипович Палавандов).
1832 წლის შეთქმულების მზადების დროს ფალავანდიშვილმა მოინდომა თავისი ძმის, თბილისის სამოქალაქო გუბერნატორის, ნიკოლოზ ფალავანდიშვილის ჩაბმა შეთქმულებაში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ძმის გავლენით თვითონვე გასცა შეთქმულება.
გადაასახლეს ფინეთში, შემდეგ ასტრახანში, სადაც იძულებით სამხედრო სამსახურს გადიოდა. შემდეგ მსახურობდა ტყეების ადმინისტრატორად პეჩორის ოლქში, სადაც თავისი მოღვაწეობითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემა დაიმსახურა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს მონაწილეობდა სანაპიროების გამაგრებაში, რისთვისაც წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენი მიიღო.
გარდაიცვალა პეჩორის ოლქში, სოფელ უსტ-ცილმაში; დაკრძალულია იქვე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 214.
- „პეჩორის თავადი“ — მოგონება იასე ფალავანდიშვილზე / თამაზ ჯოლოგუა ; [რედ. როსტომ ჩხეიძე]. - თბ. : არტანუჯი, [2013]. - 262 გვ. ; 20 სმ.. - საძ: გვ. 233-262. - ISBN 978-9941-445-22-4
- Палавандов, Евсевий Осипович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თოფურია, თეა (სექტემბერი 14, 2022). მოღალატე? წმინდანი? იესე ფალავანდიშვილი 1832 წლამდე და მერე. რადიო თავისუფლება, RFE/RL.