თამაზ ჯოლოგუა

ქართველი ფილოლოგი, მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

თამაზ ჯოლოგუა (დ. 1954, ქვემო ბარღები, გალის რაიონი) — ქართველი ფილოლოგი, მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

თამაზ ჯოლოგუა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი მარიამ ჯოლოგუა

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამაზ ჯოლოგუა დაიბადა 1954 წელს, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში, აფხაზეთში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმსა“ (1978-1979) და საქართველოს ტელევიზიაში (1979-1991).

1991 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟუნალისტიკის, (2016 წლიდან - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა) ფაკულტეტზე პროფესორის (ამჟამად ასოცირებული პროფესორის) თანამდებობაზე. პარალელურად მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრად. კვლევის ძირითადი სფეროები: XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკა, ლიტერატურა, საზოგადოებრივი აზრის ისტორია.

ავტორია 70-მდე სამეცნიერო სტატიის, 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოსი. იგი XIX საუკუნის საქართველოში სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ერთ-ერთი ბიოგრაფია. დაჯილდოვებულია დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედლითა და პრემიით.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიით თამარ მიქაძე და თამაზ ჯოლოგუა დაჯილდოვდებიან“. kvira.ge. 2017-08-01. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)