იეჟი არონიშიძე
იეჟი არონიშიძე (დ. 9 ნოემბერი, 1927, ტორუნი გ. 28 სექტემბერი, 1998) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაქართულ-პოლონური საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე იეჟი არონიშიძე [[1927 წლის 9 ნოემბერს დაიბადა ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ ტორუნში, არტემ არონიშიძისა და ლიდია კამინსკის ოჯახში. ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი არტემ არონიშიძე საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად თავდაპირველად კონსტანტინოპოლში მოხვდა, სადაც ქართველი ოფიცრები უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ, თუმცა 1922 წელს პოლონეთის მთავრობის მიწვევით ქართველ ემიგრანტ ოფიცერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მათ შორის არტემ არონიშიძეც პოლონეთში ჩავიდა და წლების მანძილზე მეოთხე დივიზისს 63-ე პოლკში მსახურობდა. 1927 წელს ცოლად შეირთო ლიდია კამინსკი, რომელიც ფეხოსანთა მე-4 დივიზიის შტაბის უფროსის, ლუციან სტალის ქვრივი იყო. პირველი ქორწინებიდამ მას ორი გოგონა რომანა და ქრისტინა ჰყავდა, მალე კი საერთო შვილი იურეკი შეეძინათ. იურეკი ცოცხალი და ენერგიული ბიჭი იყო. ჰქონდა უსაზღვრო ფანტაზია და წამოსახვის დიდი უნარი. 12 წლამდე ტორუნში იზრდებოდა. გერმანელთა მიერ ვარშავის ოკუპაციის დროს 13-14 წლის იეჟი უდიდეს დახმარებას უწვდა არმია კრაიოვას მებრძოლებს – იარაღით მომარაგება იქნებოდა ეს, ტყვია-წამლის გადატან-გადმოტნა თუ სხვა რამ.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იეჟიმ ჯერ ლოძის მექანიკის ტექნიკუმი, შემდეგ გდინიის პოლიტიექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. სწავლის პარალელურად გდინიის ნავსადგურში მუშაობდა. მან ძალზე ახალგაზრდამ, 22 წლის ასაკში შექმნა ოჯახი. რამდენიმე წლის შემდეგ ლოძში გადავიდა საცხოვრებლად და ინვესტიციების დაპროექტების სფეროში დაიწყო მუშაობა. ყვალაფერი რასაც იეჟი აკეთებდ, აკეთებდა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით. მან განსაკუთრებული სიყვარულით მოკიდა ხელი საქართველო-პოლონეთის საზოგადოების შექმნას. იგი სათუთად ეპყრობოდა ყველაფერს, რაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ მისის ბინა სავსეა სამახსოვრო საჩუქრებით საქართველოდან. იეჟი იყო ძალზედ მზრუნველი მამა და უაღრესად მოსიყვარულე პაპა. იეჟის ერთადერთი ვაჟი, პეტრე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. იეჟიმ მამაცურად გაუძლო ბედის ამ გამოცდას, მაგრამ ვერ შეძლო დიდხანს ეტარებინა ეს ტკივილი. 1979 წელს იეჟი მეუღლესთან ერთად პირველად ესტუმრა საქართელოს. მშობლიურ სოფელ კონჩკათში მას ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა მამის უმცროსი ძმა. საქართველო მეორე მოგზაურობისას შემოიარა. იეჟი არონიშიძე 1998 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა, მეუღლის ნინას გარდაცვალების წლისთავზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- სტალა, ვიქტორ. ჩემი ძმა იეჟი არონიშიძე / ვიქტორ სტალა // ქართელები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. თბ., 2008 გვ. 167-170.
- არონიშიძე, იანინა. ფესვების ძიებაში ანუ გოჭის ყური / იანინა არონიშიძე // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. თბ., 2008 გვ. 170-173.