იგა აბაკელია

ქართველი მუსიკოსი და მხატვარი

გრიგოლ (იგა) აბაკელია (დ. 20 დეკემბერი, 1939, თბილისი — გ. 2 იანვარი, 2016) — ქართველი მუსიკოსი და მხატვარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა, შემდეგ სწავლა გააგრძელა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1958–1961 წლებში, 1971 წელს კი თბილისის სახელმწიფო აკადემია დაამთავრა, ის გახლავთ თოჯინების თეატრის ერთ–ერთი დაამაარსებელთაგანი ქალაქ ახალციხესა და გურჯაანში, დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლი: გლუკი – "ორფეოსი და ევრიდიკე"(1980, პირველი დადგმა ქალაქ გორში). თოჯინების თეატრში სცენოგრაფიული მოღვაწეობის 34 წლის განმავლობაში იგა აბაკელიას ავტორობით შეიქმნა ორმოცამდე სპექტაკლის სცენოგრაფია. 1975 წელს და 1981 წლიდან 2007 წლამდე იყო თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრის მთავარი მხატვარი. აბაკელია სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი​ს კულტურის სამინისტროსა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის დიპლომებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 6

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება