იბნ ჰაზმი
აბუ მუჰამმად 'ალი იბნ აჰმად იბნ სა'იდ იბნ ჰაზმ ალ-ანდალუსი აზ-ზაჰირი (არაბ. أبو محمد علي ابن أحمد ابن سعيد ابن حزم الأندلسي الظاهري; დ. 7 ნოემბერი, 994, კორდოვა, კორდოვის სახალიფო — გ. 15 აგვისტო, 1064, მონტიხარი, უელვას ახლოს, სევილიის ტაიფა), შემოკლებით იბნ ჰაზმი — ანდალუსიელი მეცნიერი და რელიგიური მოღვაწე. ზაჰირი მაზჰაბის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ლიდერი.[3]
იბნ ჰაზმი | |
---|---|
არაბ. أبو مُحمَّدٍ عَلِيُّ بْنُ أَحْمَدَ بْنِ سَعِيدِ بْنِ حَزْمِ بْنِ غَالِبِ بنِ صَالِحِ بن خَلَفِ بْنِ مَعْدانَ بْنِ سُفْيانَ بْنْ يَزِيدَ اَلْأَنْدَلُسِيُّ القُرْطُبِيُّهنتاي | |
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი, 994[1] |
დაბ. ადგილი | კორდობა[1] |
გარდ. თარიღი | 15 აგვისტო, 1064[1] (69 წლის) |
გარდ. ადგილი | უელვა |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, ფაკიჰი, ლიტერატორი, პოეტი[2] და გეოგრაფი |
მეუღლე | Uns al-Qulub |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიბნ ჰაზმი წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. მამამისი სა'იდი კორდოვის ხალიფა ჰიშამ II-ს კარზე ვეზირად მსახურობდა. ოჯახი სპარსულ წარმოშობას მიაწერდა თავს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ისინი გამუსლიმებული მონტიხარელი ესპანელებისგან წარმოდგებოდნენ.[4] თავად იბნ ჰაზმიც მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და იყო ვეზირი აბდ არ-რაჰმან V-სა და ჰიშამ III-ის კარზე. სახალიფოს დაცემის შემდეგ, 1020-იანი წლების ბოლოს იბნ ჰაზმს სდევნიდნენ და დააპატიმრეს კიდეც. ამიტომ გაერიდა პოლიტიკურ ცხოვრებას და კუნძულ მალიორკას შეაფარა თავი.
შემდგომ იგი მონტიხარში, თავის საგვარეულო მამულში დასახლდა, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობით იყო დაკავებული სიცოცხლის ბოლომდე. მას სხვადასხვა სფეროში 400-ზე მეტი ნაშრომი აქვს, მათგან 40-მა ჩვენამდეც მოაღწია, რადგან მათი უმრავლესობა იბნ ჰაზმის პოლიტიკურმა და რელიგიურმა ოპონენტებმა გაანადგურეს.
შეხედულებები
რედაქტირებარელიგია
რედაქტირებაიბნ ჰაზმი დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ხალიფას კარზე და უწევდა პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობა. ამის გამო იგი მოწმე გახდა ადამიანის ბუნების ყველაზე უფრო ბნელი მხარეებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ მისი აზრით, ადამიანს თავშესაფრის პოვნა მხოლოდ ღმერთთან შეეძლო.
თავდაპირველად იბნ ჰაზმი, ისევე როგორც ანდალუსიისა და მაღრიბის მცხოვრებთა უმრავლესობა, მალიქი მაზჰაბის მიმდევარი იყო, რაც მოგვიანებით შაფი'ი მაზჰაბზე, ხოლო საბოლოოდ ზაჰირიზე შეიცვალა. მასთან ერთად მოღვაწეობდა აბუ ლ-ხიიარ ად-დავუდი აზ-ზაჰირი, თუმცა ისინი 1029 წელს გააძევეს კორდოვის მთავარი მეჩეთიდან მალიქიტებმა.[5]
იგი ეწინააღმდეგებოდა რელიგიის ფილოსოფიურ გააზრებას, ღმერთის სახელ-თვისებების ალეგორიულ განმარტებებსა და ეზოთერულ თაფსირს.[6]
ფიზიკა
რედაქტირებაიბნ ჰაზმს მიაჩნდა, რომ ბგერას გააჩნია სიჩქარე, რასაც კორდოვის მეჩეთში ექოს დაგვიანების, ასევე ელვასა და ქუხილს შორის დროის განსხვავების საფუძველზე ამტკიცებდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ ქუხილს ელვა იწვევდა.[7]
ასტრონომია
რედაქტირებაიბნ ჰაზმი უარყოფდა თავისი დროის ვარსკვლავთმრიცხველების შეხედულებას, თითქოსდა ციურ სხეულებს გააჩნდათ სული ან გონება, და მათ რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლოთ ადამიანის ბედ-იღბალზე.[7]
ასევე იბნ ჰაზმი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ დედამიწა სფეროსებურია, რომლის მტკიცებულებად ყურანი მოჰყავდა.[8] მისი აზრით, გამოყენებული სიტყვა „იუქავვირუ“ (არაბ. يكور; ჩაახვევს, რაც მესამე პირის უღლებაა II ფორმის ზმნიდან "ქუვვირათ" არაბ. كورت ჩახვევა, რაც ენათესავება იგივე ძირის სიტყვას „ქურ“ არაბ. كور ბურთი) პირდაპირ მიანიშნებდა დედამიწის სფეროსებურებასა და ამის გამო დღე-ღამის ცვალებადობაზე. მისი გამოთვლებით დედამიწის გარშემოწერილობა 40253,4 კმ ექვივალენტი იყო, რაც 200 კმ-თი მეტია ეკვატორის რეალურ სიგრძეზე, 40,075 კმ-ზე.[9]
ქალები
რედაქტირებაიბნ ჰაზმს მიაჩნდა რომ ქალები შესაძლოა ყოფილიყვნენ ისლამის მოციქულები, ასევე პოლიტიკური ლიდერები.[10]
ნაშრომები
რედაქტირებაიბნ ჰაზმს ეკუთვნის ოთხასამდე ნაშრომი, რომლებიც დიდი ნაწილიც განადგურდა. ნაშრომების რაოდენობით მას მხოლოდ მუჰამმად ატ-ტაბარი აჭარბებს. მათ შორისაა:
- „რელიგიების, სექტებისა და ერესების განმასხვავებელი“ (არაბ. الفصل في الملل والأهواء والنحل), სხვადასხვა რელიგიური თეოლოგიური და ფიზიკური შეხედულებების ანალიზი.
- „მტრედის სამკაული“ (არაბ. طوق الحمامة), სასიყვარულო პოემა.
- „სიტკბოება მტკიცებულებებისა და ტექსტების კრებულის განმარტებისა“ (არაბ. المحلى في شرح المجلى بالحجج والآثار), ტრაქტატი ისლამური სამართლის შესახებ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 A Mind of His Own
- ↑ بوَّابة الشُعراء, PoetsGate — 2005.
- ↑ Ибн Хазм аль-Андалуси დაარქივებული 2014-08-16 საიტზე Wayback Machine. Али-заде Айдын Ариф оглы, 2007.
- ↑ "Ibn Hazm." Encyclopædia Britannica. 2006. Encyclopædia Britannica Online. October 23, 2006
- ↑ Delfina Serrano, "Claim or complaint?" Taken from Ibn Hazm of Cordoba: The Life and Works of a Controversial Thinker, pg. 200. Eds. Camilla Adang, Maribel Fierro and Sabine Schmidtke. Volume 103 of Handbook of Oriental Studies. Section 1 The Near and Middle East. Leiden: Brill Publishers, 2012. ISBN 9789004234246
- ↑ Robert Gleave, Islam and Literalism: Literal Meaning and Interpretation in Islamic Legal Theory, pg. 169. Edinburgh: Edinburgh University Press, 2012. ISBN 9780748625703
- ↑ 7.0 7.1 Ibn Hazm's philosophy
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა აზ-ზუმარ, XXXIX, აია 5.
- ↑ Какие изобретения подарили миру мусульмане დაარქივებული 2013-11-27 საიტზე Wayback Machine. kavpolit.com 22.11.2013
- ↑ Extraordinary Women of Al-Andalus. Cities of Light: The Rise and Fall of Islamic Spain. Unity Productions Foundation: 2007.