ტაიფა
ტაიფა (ესპ. taifa, არაბ. طائفة) — პირენეს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მდებარე ისლამური საამიროების ისტორიულ-გეოგრაფიული სახელწოდება. ტაიფები წარმოიქმნა კორდოვის სახალიფოს ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდში და არსებობდნენ 1031 წლიდან რეკონკისტის დასასრულამდე, 1492 წლამდე. გრანადის საამირო (1013 — 2 იანვარი 1492) — იყო უკანასკნელი არაბული ტაიფა ევროპაში და უკანასკნელი ისლამური სახელმწიფო პირენეს ნახევარკუნძულზე. მისი აღებით დასრულდა რეკონკისტა, ქრისტიანების 800-წლიანი განამათავისუფლებელი ბრძოლა არაბების წინააღმდეგ. გრანადის დაცემას ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის აღებას ჰქონდა უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ევროპის ისტორიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანონიმი ავტორი. Испанские средневековые хроники: Хроника Карденьи I. Хроника Карденьи II. Анналы Толедо I. Анналы Толедо II. Анналы Толедо III.. www.kuprienko.info (А. Скромницкий). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-04. ციტირების თარიღი: 2012-11-17.