იახსრის ხატი (ტოლათსოფელი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იახსრის ხატი.

ტოლათსოფლის იახსრის ხატიარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლათსოფლის განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. წყობაში (ძირითადად გარეთა კუთხეებში) ალაგ-ალაგ შირიმის ტლანქად დამუშავებული ქვაა გამოყენებული. შენობა გეგმით კვადრატულია (2,9x2,9 მეტრი) და ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება (სიმაღლე 4,7 მეტრი). ერთადერთი შესასვლელი სამხრეთის მხრიდან, მიწის დონიდან 1,5 მეტრ სიმაღლეზეა. ღიობი გარედან ერთმანეთზე მიყრდნობილი რიყის ორი ქვითაა გადახურული და ქვემოთკენ თანდათან ფართოვდება. შენობის შიდა სივრცე განათებულია აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში მოწყობილი თითო ვიწრო სწორკუთხა სარკმლით. შენობის ოთხივე ფასადზე წყობის შეღრმავებით პატარა ტოლმკლავა ჯვრებია გამოყვანილი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადების შუა ნაწილში თითო ასეთი ჯვარია, ხოლო დანარჩენ ორზე (კუთხეებთან ახლოს) - ორ-ორი. ნაგებობას ორფერდა სახურავი ჰქონია. ნაგებობასთან ახლოს დაფიქსირებულია ნასოფლარის ნაშთები და Xl-Xlll საუკუნეების სამარხები.

ლიტერატურა

რედაქტირება