რევაზ იაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან იაშვილი, რევაზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაშვილი.

რევაზ იოსების ძე იაშვილი (დ. 16 ივლისი, 1929, თბილისი — გ. 2 აგვისტო, 1996) — ქართველი კერამიკოსი, თანამედროვე ქართული შავ-კრიალა კერამიკის ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (1974 წლიდან პროფესორი). მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ლაკონიური და მეტყველი ფორმები, უბრალოება, პლასტიკურობა, დეკორატიულობა, ეროვნული ტრადიციების ელემენტების ჰარმონიული შერწყმა თანამედროვე მხატვრულ ფორმებთან. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: საღვინე ჭურჭლები — "ირემი“ (1960, ოქროს მედალი მოსკოვის სასოფლო სამეურნეო გამოფენაზე), „ხარი“ (1963, ვერცხლის მედალი პრაღის კერამიკის მსოფლიო გამოფენაზე); გააფორმა წყაროები ზედაზენის მთაზე (1965), რიკოთის უღელტეხილზე (1966), წყალტუბოში (1966).

დაკრძალულია თბილისში საბურთალოს პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება