იაღუფლო
სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში
იაღუფლო, იაყუბლო[4][5][6] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, დმანისის თემში[7], დმანისის პლატოზე. ზღვის დონიდან 1360 მ., დმანისიდან 3 კმ., კაზრეთიდან (უახლოესი რკნიგზის სადგური) — 25 კმ.[8]
სოფელი | |
---|---|
იაღუფლო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | დმანისის თემი |
კოორდინატები | 41°20′08″ ჩ. გ. 44°10′18″ ა. გ. / 41.3355611° ჩ. გ. 44.1719389° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1360 მეტრი |
მოსახლეობა | 478 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1700[3] |
სოფელში მდებარეობს ფეოდ. ხანის ნამოსახლარი, სამაროვანი და ეკლესია (ამჟამად მცირე ნაშთია შემორჩენილი). აქვე აღმოჩნდა ვარდისფერი მთლიანი ტუფისგან დამზადებული V–VIII საუკუნეების სარკოფაგი. სახურავზე შიდა მხრიდან ამოკვეთილია ტოლმკლავა ბოლნური ჯვარი.[9]
სოფლის სახელწოდება „იაგუბლო“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Ягубло“ სახით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იაღუფლო დაარქივებული 2024-02-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 84.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 51.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 64.
- ↑ კოპალიანი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 174.