იადიგარ დაუდი
„იადიგარ დაუდი“ — XVI საუკუნის ქართული სამედიცინო ენციკლოპედია (ავტორი დავით XI, დაუთ ხანი). მოიცავს იმდროინდელი მედიცინის თითქმის ყველა საკითხს.
წიგნის ზოგად ნაწილში მოკლე ანატომიური-ფიზიოლოგიური მონაცემების შემდეგ დეტალურადაა განხილული ჰიგიენისა და დიეტეტიკის საკითხები და დიაგნოსტიკური საშუალებები. ავტორი დაწვრილებით აღწევს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკერნალობის წესებს, „ძილისა და სიფხიზლის“, სქესობრივი ჰიგიენის საკითხებს, იხილავს საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებების თვისებებს, მათ კვებითს და სამკურნალო ღირებულებასა თუ მავნებლობას. კერძო ნაწილში გარჩეულია პათოლოგიის და თერაპიის ძირითადი საკითხები, თანმიმდევრულადაა განხილული იმ დროს არსებული მედიცინის თითქმის ყველა დარგი: უპირველეს ყოვლისა ნერვული და ფსიქოლოგიური დაავადებები, შემდეგ თვალის, ყურის, კბილის, სახსრებისა და კანის, შარდ-სასქესო და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებები, ციებ-ცხელება, მოტეხილობა, სიდამწვრე და ა. შ. „იადიგარ დაუდში“ თითქმის ყველა დაავადება ცალცალკეა დახასიათბული, აღწერილია აგრეთვე კლიმატურ-ბალნეოლოგიური და სხვა ბუნებრივი ფაქტორების სამკურნალო გამოყენება.
გამოსცა ვლადიმერ კოტეტიშვილმა (1938).
ლიტერატურა
რედაქტირება- შენგელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 37.