თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი (თურქ. Türk ve İslam Eserleri Müzesi) — სულთნაჰმედის მოედანზე მდებარე მუზეუმი, ფატიჰის რაიონი, სტამბოლი, თურქეთი. მუზეუმის ნაგებობა აშენდა 1524 წელს და ის პარგელი იბრაჰიმ-ფაშას ყოფილ სასახლეს წარმოადგენს, რომელიც სულეიმან I-ის მეორე დიდი ვეზირი იყო. მკველვართა ნაწილი ამ სულთანს სულეიმანის დის, ჰატიჯე სულთანის მეუღლედაც მიიჩნევს.

თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი
თურქ. Türk ve İslâm Eserleri Müzesi
41°00′22″ ჩ. გ. 28°58′28″ ა. გ. / 41.0063000° ჩ. გ. 28.9745611° ა. გ. / 41.0063000; 28.9745611
დაარსდა 1914
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ფათიჰი
კლასიფიკაცია ისლამური რესურსების მუზეუმი
Map

მუზეუმის კოლექცია მოიცავს: ისლამური კალიგრაფიის, კერამიკის მხატვრობის, სამლოცველო ფარდაგების ნამუშევრებს. მუზეუმშ ასევე მოწყობილია ეთნოგრაფიული ჩვენებები, თურქეთში გავრცელებულ სხვადასხვა კულტურებზე. ექსპონატთა შორის, ძირითადად, მომთაბარე ხალხების კულტურის ამსახველი ნამუშევრებია დაცული. ამ ჩვენებებზე წარმოდგენილია ოთახები და საცხოვრებლები სხვადასხვა პერიოდიდან და რეგიონიდან.

მუზეუმისთვის გამოყენებული ადგილი წარსულში სასახლის საცერემონიო დარბაზს წარმოადგენდა.[1] მუზეუმში დაცულია 40 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, რომლებიც მოიცავს ხალიჩებს, ხის ნამუშევრებსა და ქვაზე კვეთის ნიმუშებს.[2] თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი თურქეთში ერთ-ერთ უდიდესად მიიჩნევა.[3] მუზეუმი მნიშნვნელოვან ადგილას მდებარეობს: მის მოპირდაპირედ არსებობს სულთან აჰმედის მეჩეთი (იგივე ცისფერი მეჩეთი).[4] მისი არსებობის მრავალი წლის განმავლობაში, მუზეუმი არაერთხელ დასახელდა ისლამური ხელოვნების კერად. ეს დაწესებულება პირველია, რომელმაცთურქეთის ისლამური ხელოვნების ნიმუშები გააერთიანა.[5] მუზეუმი დაარსების დღიდან ხშირად ქმნის და მონაწილეობას იღებს დროებით ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში. 1984 წელს, მუზეუმს გადაეცა სპეციალური ჟიურის ჯილდო ევროპული საბჭოს მიერ ორგანიზებულ წლის მუზეუმის ღონისძიებაზე. პრიზი მუზეუმს ევროპის საბჭომ და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომისიამ ერთობლივად გადასცა ბავშვებში კულტურული მემკვიდრეობის გრძნობის გაღვივებაში შეტანილი წვლილისათვის.[6]

1914 წელს, დაწესებულება ოფიციალურად გაიხსნა, როგორც „ისლამური ფონდის მუზეუმი“, რომელიც სულიმანიის კომპლექში იყო განთავსებული.[7] სულეიმანის კომპლექსი XVI საუკუნეში აშენდა ცნობილი თურქი არქიტექტორის, სინანის მიერ. საბოლოოდ, მუზეუმს დაერქვა თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი (თურქ. Türk ve İslam Eserleri Müzesi), მას შემდეგ, რაც თურქეთის რესპუბლიკა დაარსდა 1923 წელს. ოსმალეთის მუზეუმების გაჩენისთანავე თურქული ნაციონალიზმით გამსჭვალულმა თურქულმა საზოგადოებამ ხელოვნებაში დასავლური პრაქტიკების მიღება დაიწყო.[8] 1983 წელს მუზეუმი იბრაჰიმ ფაშას სასახლეში გადაიტანეს. ახალ ნაგებობაში მკვეთრად შეიგრძნობოდა მე-16 საუკუნის ოსმალეთის იმპერიის სამოქალაქო არქიტექტურის ელემენტები. ისტორიული ქვის ნაგებობას რესტავრაცია ჩაუტარდა 1966 - 1983 წლებში.[9] თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი თურქეთში მდებარე მუზეუმებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც ისლამური ხელოვნების ნიმუშებს მოიცავდა.[10] ამ ქვის ნაგეობის ფუნქცია არსებობის განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა: თავდაპირველად იყო ვეზირის სასახლე, შემდგომ ყაზარმები, საელჩოები, სარეგისტრაციო ოფისები, იანიჩარების ბანდის სახლი, სამკერვალოები და ციხე.[11]

გამოფენები

რედაქტირება

2015 წლის იანვარში მუზემი სარემონტო სამუშაოების გამო დაიხურა და ხელმეორედ 2015 წლის აპრილში გაიხსნა, რა დროსაც მუზეუმში ახალი გამოფენები განთავსდა.[12] კოლექციების ძირითად თემებს რელიგიური ხელოვნების ისტორია წარმოადგენდა ისმალეთის იმპერიიდან XX საუკუნის განმავლობაში.[13] ანალოგიურად, თურქეთისა და ისლამური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი მოიცავს ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა შორისაა: ისლამური კალიგრაფიის, კერამიკის მხატვრობის, სამლოცველო ფარდაგების ნიმუშები. დაწესებულებაში დამატებით წარმოდგენილია თურქეთში მცხოვრები მომთაბარე ტომების კულტურის ამსახველი არტეფაქტები. ეს გამოფენები დამატებით მოიცავს საცხოვრებელ ადგილებსა და ოთახებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდისა და კულტურებისათვის იყო დამახასიათებელი.

ამჟამინდელი გამოფენები

რედაქტირება

მუზეუმი ამჟამად მოიცავს ისლამური სამყაროს ქვეყნებიდან მაღალუ ხარისხის ხალიჩების ნიმუშებს, ასევე 17 000-ზე მეტ ხელნაწერს (მათ შორისაა ყურანის 3 000-მდე ხელნაწერი), 250 000 ადრეული ყურანის ფრაგმენტებს ომეიადის მეჩეთიდან, დამასკო, სირია, ასევ ესხვა მნიშნველოვან საგანძურს.[14] ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში წარმოდეგნილია ისლამური სამყაროს წევრი ქვეყნების ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმში ეთნოგრაფიულ განყოფილებას ჰქმნიან. გამოფენები სართულებსა და დარბაზებში თემების მიხედვით არიან გადანაწილებულნი. პირველ სართულზე წარმოდგენილია ტრადიციული თურქული ცხოვრების ნიმუშები, მეორე სართული კი მთლიანად ისლამურ ხელოვნებას ეძღვნება.[15]

ჯილდოები

რედაქტირება

1984 წელს მუზეუმს გადაეცა ევროპის საბჭოსა და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომისიის ერთობლივი ჯილდო „წლის საუკეთესო მუზეუმის“ ჟიურის სპეციალური ჯილდო იმ წვლილისათვის, რაც მუზეუმმა შეიტანა ბავშვებში ხელოვნების პოპულარიზაციაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. İstanbul - Turkish and Islamic Arts Museum. ციტირების თარიღი: 2020-11-08
  2. Müze Kart resmi sayfası tr. ციტირების თარიღი: 2020-11-08
  3. Müze Kart resmi sayfası tr. ციტირების თარიღი: 2020-12-05
  4. Museum of Turkish & Islamic Art, Istanbul, Turkey en-US. ციტირების თარიღი: 2020-11-06
  5. Discover Islamic Art - Virtual Museum. ციტირების თარიღი: 2020-11-08
  6. İstanbul - Turkish and Islamic Arts Museum. ციტირების თარიღი: 2020-11-08
  7. The Art of the Qur'an: The Museum of Turkish and Islamic Arts en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-28. ციტირების თარიღი: 2020-12-05
  8. Shaw, Wendy (2000). Islamic Arts in the Ottoman Imperial Museum, 1889-1923. Freer Gallery of Art, The Smithsonian Institution and Department of the History of Art, University of Michigan, გვ. 55–68. 
  9. İstanbul - Turkish and Islamic Arts Museum. ციტირების თარიღი: 2020-11-08
  10. Türk ve İslam Eserleri Müzesi tr. ციტირების თარიღი: 2020-12-05
  11. İstanbul - Turkish and Islamic Arts Museum. ციტირების თარიღი: 2020-11-08
  12. Museum of Turkish & Islamic Art, Istanbul, Turkey en-US. ციტირების თარიღი: 2020-11-06
  13. Discover Islamic Art - Virtual Museum. ციტირების თარიღი: 2020-11-06
  14. The Art of the Qur'an: The Museum of Turkish and Islamic Arts en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-28. ციტირების თარიღი: 2020-12-05
  15. Komaroff, Linda (2000). Exhibiting the Middle East: Collections and Perceptions of Islamic Art. Freer Gallery of Art, The Smithsonian Institution and Department of the History of Art, University of Michigan, გვ. 1–8.