თურქმენეთის კულტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თურქმენეთის კულტურათურქმენეთის ტერიტორიაზე უძველესი კულტურის ძეგლები ძვ. წ. Vათასწლეულს გაკუთვნება (დასახლება ჯეითუნი). შემონახულია ენეოლითის ხანის დასახლებათა ნაშთი (ძვ.წ. IV-III ათასწლ., ყარათეფე), ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III-II ათასწლ.) შეიქმნა დიდი დასახლებები (ნამაზგათეფე). განვითარებული იყო კერამიკა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში განვითარდა ხალიჩების ქსოვა, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

დროშა
თურქმენეთის დროშა
დაიახათინის ქარვასლის კოშკი და კედელი, ლებაპის ველაიათი, თურქმენეთი.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
თურქმენი ქალის სამკაული

ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში  თურქმენეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა ქალაქები, რომლებიც ძვ.წ. VI-IVსს-ში გარშემორტყმული იყო გალავნებით (ქიუზელი-გირი).  V-VII  სს. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში თურქმენეთის ტერიტორიაზე აშენებდნენ ფეოდალურ რეზიდენციებს, ციხე-დარბაზებს (ყიზ-ყალა მარვში). იმ პერიოდის ნაგებობებზე წარმოდგენას იძლევა სამარხებში აღმოჩენილი ოსთარიუმებზე შესრულებული გამოსახულებანი.

შუა საუკუნეების პერიოდში  (განსაკუთრებით  XI-XII სს). აყვავდა ქალაქები (ნაქალაქრი მეშედი-მისრიანი), ალიზთან ერთად ხმარობდნენ გამომწვარ აგურსაც . გავრცელდა კამაროვან-გუმბათოვანი კონსტრუქციები, იყენებდნენ არქიტექტურულ დეკორს(კვეთილი სტუკი, აგურის დეკორის წყობა, ორნამენტული მოხატულობა. XII საუკუნიდან - მოჭიქული ფილები). მარჯში შემორჩენილია 4-აივნიანი ცენტრალურ-ეზოიანი სახლის ნანგრევები. შენდებოდა მეჩეთები, მავზოლეუმები, ხორასანთან (სულთან სანჯარის მავზოლეუმი) და სხვა ქალაქებში.  XIV  საუკუნის არქიტექტურული ნაგებობები კომპოზიციურად რთულია. დეკორი -უხვი. XV საუკუნეს მიეკუთვნება  ორი უნიკალური ნაგებობა: ანაუს მეჩეთი და 2 სარდლის სამარხი მარვში.

თანამედროვე თურქმენული არქიტექტურის ამოცანაა თანამედროვე ესთეტიკის მრავალფეროვანი გამოყენება, არქიტექტორის საკუთარი მხატვრული სტილის ძიება და არსებული ისტორიული და კულტურული გარემოს ჩართვა. შენობების უმეტესობას თეთრი მარმარილო აქვს. დიდმა პროექტებმა, როგორიცაა თურქმენეთის სატელევიზიო კოშკი[1], ბაგტ კიოშგი და ალემის კულტურული და გასართობი ცენტრი შეცვალა ქვეყნის სახე და განაპირობა მისი თანამედროვე იდენტურობა.[2][3]

1880-1890-იან წლებში თურქმენეთში მოღვაწეობდა პირველი პროფესიონალი მხატვარი ნაზარ იომუდსკი.

 
იომუდი ტრადიციული თურქმენული სამოსით, მე -20 საუკუნის დასაწყისში.

თურქმენი ხალხი ტრადიციულად მომთაბარე ცხოვრებას მისდევდა. თურქმენეთში არ არის ერთი ეთნიკური ჯგუფი.  მოსახლეობა დაყოფილია კლანებად. თითოეულ გვარს აქვს საკუთარი დიალექტი და ჩაცმის სტილი.

ტრადიციული თურქმენი მამაკაცის ტანსაცმელი, ჩვეულებრივ, შედგება მაღალი ცხვრის ტყავის ქუდებისაგან და წითელი ხალათებისაგან, რომლებსაც ატარებენ თეთრ პერანგებთან ერთად.. ქალები იცვამენ  გრძელ კაბებს მჭიდრო შარვალზე (შარვალს აჭრიან ტერფის ნაქარგების ზოლს). ქალთა თავსაბურავებს ჩვეულებრივ ამშვენებს ვერცხლის სამკაულები. სამაჯურები და ბროშები მორთულია ნახევრად ძვირფასი ქვებით.

 
თურქმენი მოცეკვავეები

თურქმენეთის ტერიტორიაზე არმოჩენილია მუსიკალური ხელოვნების უძველესი ძეგლები. ძვ.წ. III-II საუკუნეებს განეკუთვნება. ეროვნული ფოლკლორის განვითარება რთულ პირობებში ხდებოდა. (თათარ -მონღოლთა შემოსევები, მეზობელი ქვეყნების მუსიკალური კულტურებისაგან იზოლაცია). ეს პროცესი დამთავრდა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე.

თურქმენეთის ხალხური სიმღერა ერთხმიანია. სიმღერები უმეტესწილად საწესჩვეულებოა (საქორწილო, იავნანები, კალენდარული, ლირიკა, შრომის და სხვ.) .ორიგინალური ჟანრია ზიქრი (რიტუალური წყევლა-კრულვა).

თურქმენული საკრავებია: დუთარი (სომებიან-ჩამოსაკრავი), გიჯაქი (სიმებიან-ხემიანი),  დილი-თუდუქი, თუდუქი, გოფუზი (სასულე საკრავები). ხალხურმა პროფესიულმა ხელოვნებამ უმაღლეს განვითარებას მიაღწია ბახშების მიერ შესრულებულ დასთანებში.

მუგამი კლასიკური მუსიკის პან-შუააზიური სტილია, რომელსაც თურქმენეთში ასრულებს დუტარისტი და გიძაკისტი ან უბრალოდ დუტარისტების ანსამბლი.[1]

1941 წელს თურქმენეთში გაიხსნა ოპერისა და ბალეტის თეატრი. ამ პერიოდში დაიწერა პირველი თურქმენული ოპერები.

თურქმენული თურქმენეთის ოფიციალური ენაა (1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით). აშხაბადში ასევე საუბრობენ რუსულად. თურქმენეთის უძველესი კულტურის აღორძინების ბოლოდროინდელი მცდელობის წყალობით, თურქმენული ენა სწრაფად იბრუნებს მთავარის ენის სტატუსს.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება

თურქმენეთის კულტურა ძველი სპარსულენოვანი და მოსული თურქულენოვანი ტომების, ძირითადად ოღუზების შერევის შედეგად აღმოცენდა. მასში შერწყმულია ორი ნაკადი ირანული და თურქმენული. ამიტომაც ხალხური და ძველი ლიტერატურის ძეგლები საერთო აქვს თურქმენ და სხვა (აზერბაიჯანელ, სპარსელ, უზბეკ, ტაჯიკ და თურქ) ხალხებს.

თურქმენულ ლიტერატურაში ორი მნიშვნელოვანი ფიგურაა პოეტები მაგთიმგული პირაგი და მამეტველი კემინე.[5][6]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Broughton, Simon and Sultanova, Razia. "Bards of the Golden Road". 2000. In Broughton, Simon and Ellingham, Mark with McConnachie, James and Duane, Orla (Ed.), World Music, Vol. 2: Latin & North America, Caribbean, India, Asia and Pacific, pp 24–31. Rough Guides Ltd, Penguin Books. ISBN 1-85828-636-0[მკვდარი ბმული]

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. Turkmenistan: New TV Tower Modernizes Technology[მკვდარი ბმული]
  2. LARGEST ARCHITECTURAL STAR RECORD SET IN TURKMENISTAN
  3. Cultural and entertainment center "Alem"[მკვდარი ბმული]
  4. "Turkmenistan" დაარქივებული 2007-06-12 საიტზე Wayback Machine. . The World Factbook. United States Central Intelligence Agency. Retrieved 25 November 2013.
  5. "Turkmenistan Culture". დაარქივებული 2020-11-23 საიტზე Wayback Machine. Asian recipe.
  6. Ashyrov, Annagurban (2014). Analysis of Magtymguly's Manuscripts (in Turkmen). Ashgabat: Turkmen State Printing Service. pp. 9–12.