თურქეთის სიმდიდრის ფონდი
Turkey Wealth Fund ( TWF ) ( თურქ . Türkiye Varlık Fonu, TVF ) — 33 მილიარდი დოლარის მქონე [2] სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც დაარსდა 2016 წლის აგვისტოში. აღნიშნული ფონდი თურქეთის მთავრობის საკუთრებაშია. ფონდი ფუნქციონირებს „სტრატეგიული ინვესტიციის გეგმით“, რომელიც თურქეთის მთავრობამ დაამტკიცა. ადრე სახელმწიფო ინსტიტუტების საკუთრებაში მყოფი კომპანიები და აქტივები უფლებამოსილები არიან მთლიანად გადავიდნენ ფონდში, ხოლო შემდგომშვი დამატებითი სახსრების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ საჭიროების შემთხვევაში [3]. ორგანიზაციის თვამჯდომარე არის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ხოლო გენერალური დირექტორი სალიმ არდა ერმუთი.
თურქეთის სიმდიდრის ფონდის მართვის სააქციო საზოგადოება (TVF) | |
---|---|
Türkiye Varlık Fonu Yönetimi Anonim Şirketi (TVF) | |
შეიქმნა | აგვისტო, 2016 |
ტიპი | სუვერენული სიმდიდრის ფონდი |
შტაბ-ბინა | ანკარა, თურქეთი |
ქვეყანა | თურქეთი |
თავმჯდომარე | რეჯეფ თაიფ ერდოღანი[1] |
აფილაცია | Government of Turkey |
https://www.tvf.com.tr/ |
ისტორია
რედაქტირებაTWF ოფიციალურად დაარსდა 2016 წლის 26 აგვისტოს, სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული კანონის თანახმად. ფონდის თავმჯდომარეს, გენერალურ დირექტორს და საბჭოს წევრებს ნიშნავს თურქეთის პრემიერ-მინისტრი [4]. 2016 წლის ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დანიშნა საბჭოს წევრები და მეჰმედ ბოსტანი გენერალურ დირექტორად.
2017 წლის 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ Ziraat ბანკი, თურქეთის ავიახაზები, თურქსატი, „BOTAŞ“, „PTT“, „BİST“, „TPAO“, „Türk Telekom“ (6,68%), „Eti Maden“ და „Çaykur“ გადაეცა TWF-ს [5]. გარდა ამ კომპანიებისა ფონდს გადაეცა 3 მილიარდი ლირის ღირებულების თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის ფონდი.
ფონდი ასევე ფლობს გარკვეულ მიწას ანტალიაში, აიდინში, სტამბოლში, იზმირში, კაიზერში, ისპარტაში და მუღლაში, რომლებიც მანამდე თურქეთის ხაზინის საკუთრებაში იყო. თურქეთის სიმდიდრის ფონდს გადაეცა აგრეთვე თურქეთის ავიახაზების (49,12%) და „Halkbank“ (51,11%) სახაზინო წილები.
2018 წლის ცვლილებები
რედაქტირებამას შემდეგ, რაც 2017 წელს თურქული კონსტიტუციური რეფერენდუმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი თურქეთში გაუქმდა. სწორედ აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, TWF კანონი შეიცვალა, ამ კანონით თურქეთის პრეზიდენტი გახდა TWF-ის თავმჯდომარე და მის მიერ დანიშნა გენერალური დირექტორი, ვიცე-თავმჯდომარე და გამგეობის წევრები. ფონდის თავმჯდომარე 2017 წლის 12 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახდა [6][7][8].
2020 წლის ცვლილებები
რედაქტირება2020 წლის აპრილში „TWF Financial Investments“ დაარსდა ადრე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების სადაზღვევო კომპანიებთან ერთად. TWF–მ შეიძინა არასამთავრობო აქციები და გაერთიანება დასრულდა 2020 წლის სექტემბერში [9].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.tvf.com.tr/en/who-we-are/board-and-management/board-of-directors
- ↑ Pitel, Laura (2020-02-17). „Turkey wealth fund chief rebuffs criticism of Erdogan’s role“. Financial Times.
- ↑ The Law No. 6741 on Establishment of Turkey Wealth Fund Management Company and Amendments in Certain Laws. ციტირების თარიღი: 28 October 2020
- ↑ „Türkiye Varlık Fonu Yönetmeliği Yayınlandı“. htemlak.haberturk.com (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 27 November 2020.
- ↑ Coskun, Orhan (2017-02-06). „Turkey transfers billions in major company stakes to sovereign wealth fund“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-10-28.
- ↑ „Erdogan takes wheel of Turkish wealth fund“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-13.
- ↑ Erdogan Names Himself Turkey Wealth Fund Chairman in Shakeup. ციტირების თარიღი: 2018-09-13
- ↑ Ex-Turkey president says alarm bells ringing on economy under Erdoğan en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-23. ციტირების თარიღი: 2021-05-11.
- ↑ Türkiye Varlık Fonu bazı sigorta ve emeklilik şirketlerini bünyesine kattı tr. ციტირების თარიღი: 18 June 2020