გივი თუმანიშვილი

ქართველი პოეტი და კალიგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან თუმანიშვილი, გივი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.

გივი ზურაბის ძე თუმანიშვილიXVII-XVIII საუკუნეების ქართველი პოეტი და კალიგრაფი.

გივი თუმანიშვილი
საქმიანობა პოეტი

1688-1721 წლებში იყო ერეკლე I-ის, არჩილ II-ის, ლევან ბატონიშვილისა და ვახტანგ VI-ის კარის მდივან-მწიგნობარი. 1701-1705 წლებში არჩილ II-ის დავალებით გადაწერა „არჩილიანი“ (S- 425). 1721 ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღწერა საბარათიანო. მისი ლექსები დაცულია ხელნაწერების (S-424, Q-548) სახით. თუმანიშვილს ეკუთვნის ვახტანგ VI-ის ეპიტაფია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი ე., ვახტანგ VI-ის ეპიტაფიის ავტორი, „თსუ შრომები“, 1951, ტ. 43