თოხლიაურის სამების ეკლესია

თოხლიაურის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურისგან 400-450 მეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით. მანავის მეურნეობის სასტუმროს ჩრდილოეთით 60-70 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუუნეებით. XX საუკუნის მიწურულს ეკლესია ექსპერტებთან შეთანხმების გარეშე გააარემონტეს, რის გამოც ძეგლმა დაკარგა თავდაპირველი მახასიათებელი ნიშნები.

ეკლესია დარბაზულია, საშენ მასალად გამოყენებულია რიყის სხვადასხვა ზომის ქვები და კირის დუღაბი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი შეისრული თაღითაა გადახურული, კარი გამოყვანილია აგურით და როგორც შიგნიდან ისე გარედანაც შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული.

ეკლესიის აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ორივე მხარესაც თითო, მცირე ზომის კვადრატული ნიშია. აფსიდის შუა ნაწილი განგრეული ყოფილა, რომელიც რემონტის დროს ამოავსეს და თაღოვანი სარკმელი მოაწყვეს. ამავე დროსაა მოწყობილი დასავლეთ კედელში ორი მრგვალი სარკმელი.

ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით, რომელიც ხის წვრილ ტოტებზეა დაწყობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება