თომა ქრისტეფორეს ძე ეშბა, ეშიბაია (დ. 22 ივნისი, 1856, სოფ. აგუბედია, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, — გ. 1928, ოჩამჩირე) — ერთ-ერთი პირველი აფხაზი პედაგოგი, პუბლიცისტი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია ქალაქ გორში (1880). სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა აფხაზეთის სხვადასხვა სოფელში (ახალი ათონი, ლიხნი, ბედია და სხვ.), 1891 წლიდან ხელმძღვანელობდა 2-კლასიან დაწყებით სასწავლებელს ოჩამჩირეში. ავტორია ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევისა „დაბა ოჩამჩირი, სოფელი ილორი და ბესლახუბი“ (1891), არითმეტიკული ამოცანების პირველი კრებულისა აფხაზურ ენაზე (1907). მონაწილეობდა „აფხაზური ანბანის“ შედგენაში (რუსულ და აფხაზურ ენებზე, თბ., 1906).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხორშელი, წერილი ოჩამჩირედგან, გაზ. „ივერია“, 1898, № 236. — გვ. 2-3.
  • გელენავა ი., საგანმანათლებლო საქმიანობა აფხაზეთში 1900-1917 წწ., «საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები», თბ., 2003, № VI. — გვ. 248-301.