გორის საოსტატო სემინარია

გორის საოსტატო სემინარია, ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია — სასწავლო დაწესებულება ქალაქ გორში. გაიხსნა 1876 წლის სექტემბერს, ამზადებდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს[1]. ჰქონდა 3 კურსი, სწავლება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. ცალკე საგნებად ისწავლებოდა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენები. სემინარიასთან არსებობდა ქართული, რუსული, სომხური და აზერბაიჯანული დაწყებითი სკოლები, სადაც სემინარისტები პედაგოგიურ პრაქტიკას გადიოდნენ და ორი საცხოვრებელი პანსიონი — ქრისტიანი და მუსლიმანი მოსწავლეებისათვის. გორის საოსტატო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ვაჟა-ფშაველა, ნიკო და თედო რაზიკაშვილები, ლადო აღნიაშვილი, ნიკო ჯანაშია, ნარიმან ნარიმანოვი, უზეირ ჰაჯიბეკოვი, მუსლიმ მაგომაევი და სხვები. სემინარია დაიხურა 1918 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 118.
  • კეკელიძე მ., გორის სამასწავლებლო სემინარია, თბ., 1955.