თოვლიანი მხარე

იასუნარი კავაბატას რომანი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თოვლიანი მხარე (იაპონ. 雪国) 一 იაპონელი ნობელიანტი ავტორის, იასუნარი კავაბატას რომანი. წიგნი კლასიკური იაპონური ლიტერატურის გამორჩეულ ტექსტადაა მიჩნეული[1] და დასახელდა იმ სამ ნაწარმოებს შორის, რომელიც ნობელის კომიტეტმა კავაბატასთვის პრემიის გადაცემისას მოიხსენია, აგრეთვე სხვა ნაწარმოებთან - "ათასფრთიანი წერო".[2]

„თოვლიანი მხარე“
雪国

ავტორი იასუნარი კავაბატა
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1935-1937 (სერიულად), 1948წ
მედია ბეჭდური
oclc 3623808

წერის პროცესი

რედაქტირება

კავაბატამ ნაწარმოებზე მუშაობა იაპონური მილიტარიზმის ეპოქაში დაიწყო, როცა ჩინეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი უკვე თითქმის გარდაუვალი იყო. სწორედ ამ დროს კავაბატა აყალიბებს ერთგვარ ლიტერატურულ მიმდინარეობას, „ ახალი სენსორული ლიტერატურა“. ცნობილია, რომ წიგნი თავდაპირველად ნოველის სახით გამოიცა, 1935 წელს, თუმცა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ავტორმა მრავალი დეტალი შეცვალა და თავების დამატებით ამბავი განავრცო.

ნაწარმოების სათაურში არსებული „თოვლიანი მხარე“, რომელშიც მიმდინარეობს რომანის სიუჟეტი, ინსპირირებულია ნიიგატის პრეფექტურაში არსებული დასახლებიდან - ონსენი.[3]

თავად კავაბატა ეწვია ონსენს (ცხელი წყაროები იაპონიაში) და რომანზე მუშაობა სწორედ ამ ადგილას დაიწყო.

სიცოცხლის ბოლოს ავტორი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა ნაწარმოებს და დაიწყო ნაწარმოების შემოკლებულ ვერსიაზე მუშაობა.

 
ქართული გამოცემის გარეკანი

რომანი იხსნება მთავარი გმირის, შიმამურას მატარებლით გამგზავრებით შორეულ ქალაქ ონსენისკენ. შიმამურა არის მდიდარი, დაოჯახებული მამაკაცი, რომელმაც სიმდიდრე მემკვიდრეობით მიიღო და, მისივე თქმით, ექსპერტია ბალეტში. მგზავრობისას იგი აკვირდება ახალგაზრდა ქალს (როგორც შემდეგ გაირკვა - იოკო), რომელიც უვლის ავადმყოფ კაცს, სახელად იუკიო. ის ქალს მატარებლის ფანჯრის ანარეკლში აკვირდება და განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ქალბატონის თვალებით ისევე, როგორც მისი ხმით.

შიმამურას ონსენში გამგზავრების მიზეზი ახალგაზრდა ქალთან, კომაკოსთან შეხვედრაა, რომელთანაც წინა შეხვედრაზე ცოტა ხნით გაჩერება მოუწია. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრისას კომაკო გეიშად არ მუშაობდა, სიტუაცია შეიცვალა მეორე შეხვედრისას. ახალგაზრდა კომაკო იზიდავს შიმამურას, თუმცა მათი სიყვარული დროთა განმავლობაში არათანმიმდევრული და გაურკვეველია. კომაკოს უყვარდება შიმამურა, ეს კი ეწინააღმდეგება გეიშას ტრადიციას, რომ გეიშა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას კლიენტის მოთხოვნას ყველანაირი ემოციური მიჯაჭვულობის გარეშე. მათი საუბრის განმავლობაში რამდენიმე რამ ირკვევა კომაკოს შესახებ - ის გეიშა, რეალურად, იუკიოს სამედიცინო უზრუნველყოფისთვის გახდა, მეტიც, ისინი ფარულად დაინიშნენ, როგორი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ შემდგომში და სხვა.

ნაწარმოების კულმინაციური მომენტი ვითარდება კომაკოს ერთ-ერთი ვიზიტის დროს შიმამურასთან. საუბრისას შიმამურა მას „კარგ ქალს“ უწოდებს, ნაცვლად „კარგი გოგოსი“. კომაკოს აღწერისთვის გამოყენებული ფორმულირების ეს ცვლილება ცხადყოფს, რომ ისინი ვეღარასდროს იქნებოდნენ ერთად, შედეგად კომაკოს იმედი შიმამურასთან ერთად უკეთესი ცხოვრების შესახებ უბრალოდ ოცნებად რჩება.[4]

რომანის ბოლოს ხანძარი ჩნდება ქალაქის საწყობში, რომელსაც იმ დროს კინოთეატრად იყენებდნენ. შიმამურა და კომაკო მოდიან შემთხვევის ადგილზე და ხედავენ, რომ იოკო უსიცოცხლოდ ვარდება საწყობის აივნიდან. კომაკო იოკოს სხეულს აშორებს დამწვარი საწყობიდან, ხოლო შიმამურა უკან იხევს და ღამის ცას აკვირდება.

მთავარი თემები

რედაქტირება
 
საიო მასუდა - იაპონელი გეიშა ონსენიდან, რომელიც ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირის - კომაკოს - პროტოტიპადაა მიჩნეული.

თანამედროვე და ტრადიციული

თოვლიანი მხარე დაიწერა იაპონური იმპერიაკლიზმის დროს, შედეგად ნაწარმოებში ხშირად შევხვდებით ამ ეპოქისთვის დამახასიათებენლ გამოგონებებს, როგორებიცაა მატარებელი, თოვლსაწმენდი და ზვავის ელექტროგამაფრთხილებელი სისტემა. კავაბატა არ ხედავდა პრობლემას თანამედროვესა და ტრადიციულის ერთად თავმოყრაში და მიიჩნევდა, რომ თანამედროვე გამოგონებები ტრადიციული იაპონიის განუყოფელი ნაწილია. ეს ჩანს რომანის დასაწყისშივე, მატარებლის სცენაზე, როცა ქალი მგზავრის თვალებს აკვირდება. მატარებლის ელექტრო განათებამ ამით ხელი შეუწყო ტრადიციული ესთეტიკის გამოხატვას. სხვადასხვა თანამედროვე გამოგონება ონსენის ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაც კი იქცა.[5]

სილამაზე

ეს რომანი კავაბატამ, სხვა რომანების მსგავსად, ფსიქიკური ღირებულების ესთეტიკური შეფასებით შეთხზა, ამავდროულად ის გავლენას ახდენს სილამაზისადმი მგრძნობიარე გონებაზე. რომანის მთავარი გმირი ხშირად ამოდის რეალური სამყაროდან საკუთარი გონების იდუმალ სამყაროში ეფლება, მას შემდეგ, რაც მშვენიერებას შეიგრძნობს. გარდა ამისა, ეს სილამაზე მის გარშემო არსებულ სამყაროშიც იშლება, მაგალითად მატარებელში, იოკოს თვალებზე დაკვირდების შემდეგ, ასევე, სიუჟეტის ბოლოს, ირმის ნახტომზე დაკვირვებისას და ა.შ.[6]

ასევე შეიძლება აღინიშნოს, რომ რომანში სილამაზის ყველა ასახვა მოიცავს სევდის ელემენტს: მარტოობა ბუნების მშვენიერებაში, სევდა იოკოს მშვენიერ ხმაში, კომაკოს გაფლანგული სილამაზე, ისევე როგორც მფლანგველობითი ბუნება სასიყვარულო სფეროში.[7]

გამოხმაურება

რედაქტირება

ედუარდ სეიდენსტიკერმა, იაპონური ლიტერატურის ცნობილმა მკვლევარმა, რომელმაც ზემოხსენებული ნაწარმოები 1956 წელს თარგმნა, ნამუშევარი აღწერა, როგორც „კავაბატას პოტენციური შედევრი“. მისი თქმით, რომანი ჰაიკუს მოგვაგონებს, როგორც მისი დელიკატურობით, ისე მოკლე სცენებით, რომელიც გრძელ ამბავს ეფექტურად აღწერს.

რომანმა დადებითი შეფასება დაიმსახურა სხვადასხვა გაზეთების მიმოხილველთაგანაც. გაზეთში The Times თქვეს, რომ ავტორმა ამ წიგნით „შექმნა იდილია უპერპექტივო მასალისგან“. ჯეისონ ქოულიმ თოვლიანი მხარე მოიხსენია, როგორც „კავაბატას შედევრი“.[8]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Asenlund, Dan (3 January 2015). „In Kawabata's footsteps to 'Snow Country'. Japan Times. ციტირების თარიღი: 18 October 2015.
  2. The Nobel Prize in Literature 1968. ციტირების თარიღი: 6 January 2021
  3. name="asenlund"
  4. Snow Country by Yasunari Kawabata (March 2020). ციტირების თარიღი: 6 January 2021
  5. DeVere Brown, Sidney (1988). „Yasunari Kawabata (1899-1972): Tradition versus Modernity“. World Literature Today. 62 (3): 376. doi:10.2307/40144283. JSTOR 40144283. ციტირების თარიღი: 6 January 2021.
  6. Phillips, Brian (2006). „The Tyranny of Beauty: Kawabata“. The Hudson Review. 59 (3): 420–421. JSTOR 20464602. ციტირების თარიღი: 6 January 2021.
  7. Cahyaningati, Desi Tri (2018). „Portraying the Wabi Sabi Philosophy of Beauty in Kawabata's Snow Country“. Dinamika: Jurnal Sastra Dan Budaya. 6 (1): 637. doi:10.25139/dinamika.v6i1.1181. S2CID 191983933. ციტირების თარიღი: 6 January 2021.
  8. Snow Country by Kawabata Yasunari. ციტირების თარიღი: 6 January 2021
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თოვლიანი_მხარე“-დან