ათასფრთიანი წერო
ათასფრთიანი წერო (იაპონ. 千羽鶴; Senbazuru) 一 იაპონელი ნობელიანტი ავტორის, იასუნარი კავაბატას რომანი, რომელიც თავდაპირველად სერიებად გამოდიოდა 1949-1951 წლებში, ხოლო სრული სახით 1952 წელს გამოქვეყნდა.[1][2] ავტორის სხვა, არანაკლებ ცნობილ რომანთან - თოვლიანი მხარე (1948) - ერთად, წიგნმა დიდი როლი ითამაშა ავტორისთვის 1968 წელს ნობელის პრემიის გადაცემაში.
„ათასფრთიანი წერო“ | |
---|---|
千羽鶴 | |
პირველი გამოცემა | |
ავტორი | იასუნარი კავაბატა |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური ენა |
გამომცემელი | Chikuma Shobo |
გამოცემის თარიღი | 1949-1951, 1952 |
მთარგმნელი | ლილი მჭედლიშვილი |
მედია | ბეჭდვითი |
ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1953 წელს რეჟისორმა კოძაბურო იოშიმურამ გადაიღო ამავე სახელწოდების მქონე ფილმი.[3] [4]
სიუჟეტი
რედაქტირებარომანი შეიცავს ხუთ თავს, ესენია - „ათასფრთიანი წერო“, „ ხეივანი საღამოს მზეზე“, „ფიგურული შინო“, „დედის პომადა“ და „ორმაგი ვარსკვლავი“.
28 წლის კიკუჯი, რომელიც ტოკიოს ერთ-ერთ ოფისში მუშაობს, ესწრება ჩიკაკო კურიმოტოს ჩაის ცერემონიის გაკვეთილს, რომელანაც მის გარდაცვლილ მამას ხანმოკლე რომანი ჰქონდა. კიკუჯი აღიდგენს ამ ქალის გამოსახულებას და ახსენდება მის მკერდზე არსებული ნევუსი, რომელიც ერთხელ ბავშვობაში ნახა. კიკუჯიზე შთაბეჭდილება დატოვა კურიმოტოს ერთ-ერთი მოსწავლის, იუკიკო ინამურას სილამაზემ, რომელსაც ფუროშიკი ეცვა, ამ უკანასკნელზე კი ნაწარმოების სათაურში ნახსენები ათასფრთიანი წერო იყო გამოსახული. ჩაის ცერემონიის გაკვეთილს, ასევე, ქალბატონი ოტა, 45 წლის ქვრივი, რომელიც ადრე კიკუჯის მამის პირადი დიასახლისი იყო, საკუთარ ქალიშვილთან, ფუმიკოსთან ერთად ესწრება გაკვეთილს. ქალბატონი კურიმოტო დამამცირებლად იწყებს საუბარს ქალბატონი ოტას მისამართით, ხოლო, ამავდროულად, ცდილობს, კიკუჯის ინტერესი გაუღვივოს ქალბატონ ინამურას მიმართ.
კიკუჯი და ქალბატონი ოტა ერთად ვნებიან ღამეს გაატარებენ, ამის შემდეგ, კიკუჯი ინტერესდება, ხედავდა თუ არა მასში ქალბატონი ოტა მისვე მამას. ოტასთან ხელმეორედ ვიზიტის შემდეგ კიკუჯი გაიგებს, რომ ქალბატონის ოტას ქალიშვილი, ფუმიკო ხელს უშლიდა მათ შეხვედრას. ოტას სინდისი ქენჯნის, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ატარებს ღამეს კიკუჯისთან ერთად. მეორე დღეს, გვიან ღამით, ფუმიკო ურეკავას კიკუჯის და ამცნობს, რომ დედამისმა თავი მოიკლა, შედეგად კიკუჯი თანხმდება, დაეხმაროს ფუმიკოს ამ საქმის დაფარვაში, რათა მისი რეპუტაცია არ შეილახოს.
ქალბატონი კურიმოტო რამდენჯერმე მიდის კიკუჯისთან სახლში და კვლავაც აგრძელებს ქალბატონ ოტას ცუდად მოხსენიებას, ამავდროულად, საუბარს აგრძელებს ქალბატონ ინამურაზე. კიკუჯი ინამურაზე წამდაუწუმ საუბრით გაღიზიანდება და ეტყვის კურიმოტოს, რომ ის არ არის ამ ქალით დაინტერესებული. ფუმიკო, დედის ანდერძის თანახმად, კიკუჯის შინოს ჭურჭელსა და ჩაის თასს გადასცემს, რომელზეც, თითქოს, კვლავაცაა გამოსახული დედის პომადის იდუმალი კვალი. ამჯერად, კიკუჯი ფუმიკოს უახლოვდება და ინტერესდება, ხედავს თუ არა ქალბატონ ოტას მის ქალიშვილში.
როდესაც კიკუჯი ნოჯირის ტბაზე მოგზაურობიდან დაბრუნდება, ქალბატონი კურიმოტო ამცნობს მას, რომ მის არყოფნაში, ქალბატონი ინამურა და ფუმიკო სხვა კაცებზე დაქორწინდნენ. კიკუჯი შეიტყობს, რომ ამბავი ფუმიკოს სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებით სიცრუე იყო. ფუმიოკო საღამოს ეწვევა კიკუჯის და აცნობებს, რომ დედის ჩაის თასი მცირე ღირებულია და უნდა განადგურდეს. კიკუჯი საკუთარი მამის ჩაის თასს ქალბატონის ოტას ჩაის თასის გვერდით დებს, ამავე დროს, ორივე იაზრებს, რომ ეს ორი თასი მათი მშობლების ურთიერთობის განსახიერებაა. საბოლოო, ფუმიკო ამსხვრევს საკუთარი დედის თასს. მოგვიანებით კიკუჯი და ფუმიკო ღამეს ერთად ატარებენ.
მეორე დღეს კიკუჯი ცდილობს, დაურეკოს ფუმიკოს სამსახურში, მაგრამ მისგან პასუხი არ ისმის. ის ფუმიკოს ახალ სახლში მივა, სადაც მას ეტყვიან, რომ მან, საკუთარ მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ეს ფაქტი არ არის სანდო და კიკუჯი კვლავ ვარაუდობს, ფუმიკომ, დედის მსგავსად, მოიკლა თუ არა თავი.
თემები
რედაქტირება2015 წლის The Japan Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სტივენ მენსფილდმა ისაუბრა ნაწარმოების არსზე და გამოარჩია მისი „ლამაზი ენა, აკვიატებული სექსუალობა და ეპოქის ზიზღი“.[5] გაზეთ The Independent-ში ბოიდ ტონკინმა აღმოაჩინა ის „ქაოტური ვნებები“, რომლებიც „მოქმედებენ ლირიკული ზედაპირის მიღმა“, ხოლო ჩაის ცერემონია, რომელსაც ნაწარმოებში დიდი ადგილი უკავია, სიმბოლურად, ასახავს პროტაგონისტთა „დანაშაულს, მწუხარებასა და ლტოლვას“.[6]
ათასფრთიანი წეროს ანალიზისას, დევიდ პოლაკმა პარალელი გაავლო კავაბატასა და ფრანგ მწერალ მარგარეტ დიურასს შორის და შენიშნა მათ შემოქმედებებში არსებული „მსგავსი ბედისწერის ასახვა, სიზმრის მაგვარი და არაერთგვაროვანი რეალობები, ლირიკული დათმობა საკუთარი ბედისა, რომლის მიხედვითაც, როგორც ჩანს, ცხოვრება იღებს ყველაზე გამოკვეთილ მნიშვნელობას“[7] .
თავად კავაბატამ უარყო იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ რომანის მთავარი თემა ჩაის ცერემონიის ფორმალური და სულიერი გამოძახილი იყო. მან განმარტა, რომ ეს იყო „სკეპტიკური, საეჭვო ნამუშევარი, რომელიც ფარდას ხსნის იმ ვულგარულ საკითხებს, რომელშიც ჩაის ცერემონიის იდეა ერთიანდება".[8]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kawabata, Yasunari (1958). Thousand Cranes. New York: Berkley Medallion.
- ელექტრონული ვერსია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Thousand Cranes. ციტირების თარიღი: 25 July 2021
- ↑ Kawabata, Yasunari (1970). Ausgewählte Werke (Selected Works) (de). Zürich: Coron.
- ↑ 千羽鶴(1953) ja. ციტირების თარიღი: 25 July 2021
- ↑ 千羽鶴(1969) ja. ციტირების თარიღი: 25 July 2021
- ↑ Mansfield, Stephen (28 March 2015). „Morbid beauty and charged sexuality of Yasunari Kawabata's 'Thousand Cranes'“. The Japan Times. ციტირების თარიღი: 25 July 2021.
- ↑ Tonkin, Boyd (18 March 2011). „Thousand Cranes, By Yasunari Kawabata“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-07. ციტირების თარიღი: 25 July 2021.
- ↑ Pollack, David (1992). Reading Against Culture. Ideology and Narrative in the Japanese Novel. Ithaca and London: Cornell University Press, გვ. 104–105.
- ↑ Yasunari Kawabata: Nobel Lecture. ციტირების თარიღი: 25 July 2021