თოდოგაური
თოდოგაური — დასახლება ქალაქ ბათუმის შემადგენლობაში.[1] 2011 წლამდე იყო სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს ქობულეთ-ჩაქვის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 320 მ სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 709 ადამიანი.[2]მახინჯაურის რკინიგზის სადგურიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. დასახლებაში არის საჯარო სკოლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 688.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბათუმის საკრებულოს დადგენილება ბათუმის უბნების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე[მკვდარი ბმული]
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-10-06.