თიურქიან აქიოლი
თიურქიან აქიოლი (თურქ. Türkân Akyol; დ. 12 ოქტომბერი, 1928, სტამბოლი, თურქეთი — გ. 7 სექტემბერი, 2017, ანკარა, თურქეთი) — თურქი პოლიტიკოსი, ექიმი და აკადემიკოსი. პირველი თურქი ქალი მინისტრი[1] და პირველი ქალი უნივერსიტეტის რექტორი თურქეთში.[2]
თიურქიან აქიოლი | |
თურქეთის სახელმწიფო მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 თებერვალი 1992 – 5 ოქტომბერი 1995 | |
პრემიერ-მინისტრი | სულეიმან დემირელი თანსუ ჩილერი |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მარტი 1971 – 13 დეკემბერი 1971 | |
პრემიერ-მინისტრი | ნიჰათ ერიმი |
წინამორბედი | ვედათ ალი იოზქანი |
მემკვიდრე | ჯევდეთ აიქანი |
დაბადებული | 12 ოქტომბერი, 1928 სტამბოლი, თურქეთი |
გარდაცვლილი | 7 სექტემბერი, 2017 (88 წლის) ანკარა, თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
პოლიტიკური პარტია | სოციალ დემოკრატიული პარტია |
განათლება | ანკარის უნივერსიტეტი |
პროფესია | ექიმი |
ადრეული წლები
რედაქტირებათიურქიან აქიოლი დაიბადა 1928 წლის 12 ოქტომბერს სტამბოლში. თავისი დაწყებითი განათლება მიიღო თურქეთის სხვადასხვა ადგილებში, მამამისის პროფესიიდან გამომდინარე, რომელიც საშტაბო ოფიცერი იყო. 1947 წელს დაამთავრა ერენქიოის გოგონათა უმაღლესი სკოლა სტამბოლში.[2]
აკადემიური კარიერა და პოლიტიკა
რედაქტირებააქიოლი სწავლობდა ანკარის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, რომელიც 1953 წელს დაასრულა. შემდგომ გახდა პულმონოლოგიის სპეციალიზებული ექიმი და აგრძელებდა აკადემიურ კარიერას თავისივე უნივერსიტეტში.[3] 1965 წელს ასისტენტ პროფესორი და 1970 წელს სრული პროფესორი გახდა. 1959 და 1965 წლებში აქიოლი ატარებდა აკადემიურ კვლევებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში.[2]
1971 წლის 25 მარტს, დაინიშნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნიჰათ ერიმის მთავრობაში და გახდა თურქეთის პირველი ქალი მინისტრი. იმავე წლის 13 დეკემბერს, მან დატოვა თანამდებობა მთავრობაში და დაბრუნდა უნივერსიტეტში.[2]
1980 წელს, აქიოლი აირჩიეს ანკარის უნივერსიტეტის რექტორად და ის კვლავ გახდა ამჯერად უკვე თურქეთის პირველ ქალ რექტორად. რექტორობის თანამდებობას 1982 წლამდე ინარჩუნებდა, სანამ იგი არ დატოვა თანამდებობა უმაღლესი განათლების საბჭოსთან უთანხმოების გამო.[2] 1983 წლამდე ის ატარებდა ლექციებს, როდესაც ერდალ ინენიუმ მას სოციალ დემოკრატიული პარტიის (SODEP) დამფუძნებლად არ მიიწვია. აქიოლი მუშაობდა პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ.[2]
1987 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქიოლი თურქეთის პარლამენტში იზმირის პროვინციიდან დეპუტატად შევიდა. იგი 1991 წელს, საკანონმდებლო პერიოდის ბოლოს ლექტორად დაბრუნდა. 1992 წელს დაინიშნა ოჯახისა და ქალების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად, სულეიმან დემირელის კოალიციურ მთავრობაში. 1993 წელს დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად, თურქეთის პირველი ქალი პრემიერ მინისტრის, თანსუ ჩილერის მთავრობაში.
აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Türk kadınının ilkleri“. Hürriyet (Turkish). 1998-10-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Ankara Üniversitesi Rektörleri-Prof. Dr. Türkan Akyol Turkish. Ankara University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-13. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ „Ankara Tıp'ın Göğüs Hastalıkları Ana Bilim Dalı Yenilendi“. Haberler (Turkish). 2011-07-08. ციტირების თარიღი: 2013-*2-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) | - ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-21. ციტირების თარიღი: 2017-05-23.