თინათინ ბოკუჩავა

(გადამისამართდა გვერდიდან თინა ბოკუჩავა)

თინათინ (თინა) ბოკუჩავა (დ. 29 მაისი, 1983, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის (2012, 2016, 2020) პარლამენტის წევრი. 2024 წლის 8 ივნისიდან არის პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.[1]

თინათინ ბოკუჩავა
დაბადების თარიღი 29 მაისი, 1983 (1983-05-29) (41 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა; სმიტის კოლეჯი, მასაჩუსეტსი, აშშ
ეროვნება ქართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თინათინ ბოკუჩავა დაიბადა 1983 წლის 29 მაისს. 2009 წელს დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ კი სმიტის კოლეჯი აშშ-ში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. 2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში. 2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012 წელს — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2013 წლიდან არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება