თინათინ ყაუხჩიშვილი
თინათინ ყაუხჩიშვილი (დ. 10 მაისი, 1919, თბილისი — გ. 2011, იქვე) — ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,[1] პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975), სიმონ ყაუხჩიშვილის შვილი.[2]
თინათინ ყაუხჩიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 მაისი, 1919 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი | 2011 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ფილოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | სიმონ ყაუხჩიშვილი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენი და სიმონ ყაუხჩიშვილის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1945–1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა ბერძნულ ეპიგრაფიკას, ანტიკურ წყაროებს საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკურ ლიტერატურას, კერძოდ, ძველბერძნულ ენას. არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის, ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.
არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975) და ღირსების ორდენის კავალერი (1999). ასევე მიღებული აქვს სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია (2008).[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 631.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თინათინ ყაუხჩიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თინათინ ყაუხჩიშვილი — ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია
- ხსოვნა: აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. — გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თინათინ ყაუხჩიშვილი. Feminism-boell.org. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ ხსოვნა: აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი. საქართველოს რესპუბლიკა. ქართული პრესის ელექტრონული არქივი (1 აპრილი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.
- ↑ თინათინ ყაუხჩიშვილის ხსოვნა. „საქართველოს რესპუბლიკა“. science.org.ge (1 აპრილი, 2011). ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.