თიკ ნათ ჰანი (ვიეტ: Thích Nhất Hạnh; დ. 11 ოქტომბერი, 1926 — გ. 22 იანვარი, 2022)[1]ვიეტნამელი ბუდისტი ბერი, მასწავლებელი, პოეტი და მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი.

თიკ ნათ ჰანი, 2006

16 წლის ასაკში შევიდა ძენ-ის მონასტერში, შეისწავლა ბუდიზმი და 1949 წელს ბერის წოდება მიენიჭა. სახელი თიკ (ვიეტ: Thích) გამოიყენება ვიეტნამში ბერებისა და მონაზვნებისათვის ბუდა შაკიამუნის კლანის წევრობის აღსანიშნავად. 1960-იანი წლების დასაწყისში საიგონში დააარსა „ახალგაზრდათა სკოლა სოციალური მომსახურებისთვის“, რომლის მიზანი იყო სკოლების, საავადმყოფოებისა და დაბომბილი სოფლების აშენება, ასევე უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის დახმარება[2]. აშშ-ში გაემგზავრა პრინსტონის უნივერსიტეტში სასწავლებლად და შემდეგ ლექტორად კორნელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. მარტინ ლუთერ კინგმა 1967 წელს ჰანი ნობელის პრემიის ლაურეატად წარადგინა. 1966 წელს შექმნა ორგანიზაცია „Order of Interbeing“, რომლის ცენტრები მთელ მსოფლიოში დააარსა. 1973 წელს ვიეტნამის მთავრობამ ნათ ჰანის ვიეტნამში დაბრუნებაზე უარი თქვა და ლტოლვილად საფრანგეთში წავიდა.

ნათ ჰანმა დიდი გავლენა მოახდინა დასავლური ბუდიზმის განვითარებაზე.[3] ავტორია 100-ზე მეტი წიგნისა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Thich Nhat Hanh: 'Father of mindfulness' Buddhist monk dies aged 95“. BBC News. 22 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Religion & Ethics - Thich Nhat Hanh. BBC.
  3. Thich Nhat Hanh. BBC (2006-04-04). ციტატა: „Thich Nhat Hanh is a world renowned Zen master, writer, poet, scholar, and peacemaker. With the exception of the Dalai Lama, he is today's best known Buddhist teacher“ ციტირების თარიღი: 2008-05-25.