თერსქეი-ალათაუ, თესქეი-ალა-თოო (ყირგ. Тескей-Ала-Тоо) — ქედი ყირგიზეთში, ტიან-შანში. გადაჭიმულია 375 კმ-ზე და სამხრეთიდან საზღვრავს ისიქ-ქოლის მთათაშორის ქვაბულს. სიმაღლე 5216 მ-მდე (მთა ყარაქოლი). ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და მაღალია, ძლიერაა დანაწევრებული განშტოებებითა (20-ზე მეტი) და მრავალრიცხოვანი მდინარეების ღრმა ხეობებით; სამხრეთი კალთა გადადის შიდა ტიან-შანის სირტში. ჩრდილოეთ კალთაზე 2000–2500 მ სიმაღლეზე ტიან-შანის ნაძვის მთა-ტაიგის ტყეა, უფრო მაღლა — სუბალპური და ალპური მდელოები; სამხრეთ კალთაზე — მთის ქვიანი ტუნდრა, 3000 მ-ზე მაღლა — მაღალმთის ცივი უდაბნოები. ტიან-შანის გამყინვარების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია (1375 მყინვარის საერთო ფართობი დაახლ. 1123 კმ²-ია). ტურიზმისა და დასვენების პოპულარული ობიექტია.[1]

თერსქეი-ალათაუ
ყირგ. Тескей-Ала-Тоо
კოორდინატები: 42°22′02″ ჩ. გ. 78°36′58″ ა. გ. / 42.36722° ჩ. გ. 78.61611° ა. გ. / 42.36722; 78.61611
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
უმაღლესი წერტილი მ. ყარაქოლი
სიმაღლე 5216 
სიგრძე 375 კმ
თერსქეი-ალათაუ — ყირგიზეთი
თერსქეი-ალათაუ
სურათები ვიკისაწყობში
  1. Тескей-Ала-Тоо // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 94.