თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი

თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი — სახლ-მუზეუმი საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტში.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის ერთ-ერთ განაპირა ფერდობზე დგას დავითაიების პატარა ოდა-სახლი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1986 წლის 15 სექტემბერს მეცნიერის დაბადების 75 წლისთავზე.

სახლ-მუზეუმის ექსპოზიცია სამი განყოფილებისაგან შედგება, პირველ ოთახში გამოფენილია ბავშვობისა და ყრმობის ამსახველი მასალები, სწავლისა და სტუდენტობის წლების დოკუმენტები.

სახლ-მუზეუმის ექსპოზიციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეოფანე დავითაიას სამეცნიერო კავშირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. სახლ-მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებით საინტერესო მასალებია ჩართული მეცნიერის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კუბაში მოღვაწეობის წლების შესახებ, სადაც არაერთი სამეცნიერო წიგნი დაიბეჭდა. სახლ-მუზეუმის მრავალფეროვან ექსპოზიციას აგვირგვინებს ამ ჯილდოების ფოტოასლები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება