თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია (დ. 9 ოქტომბერი, 1978, თბილისი)[1] — ქართველი ისტორიკოსი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი. ტელეწამყვან დავით აქუბარდიას ქალიშვილი.[2]
თეონა აქუბარდია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 ოქტომბერი, 1978 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი |
ბაკალავრი (თსუ) მაგისტრი (თსუ) დოქტორანტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „სტრატეგია აღმაშენებელი“ |
საქმიანობა | ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ლექტორი |
მამა | დავით აქუბარდია |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით, მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე დაასრულა ასპირანტურა და არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. 2008 წლიდან არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. შეიარაღებული ძალებში დემოკრატიული კონტროლის საკითხებზე რამდენიმე პუბლიკაციის თანაავტორი. ლექციებს კითხულობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2014–2018 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.[3]
2020 წლის 30 ივლისს შეუერთდა გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს“.[4] 2020 წლიდან არის საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი“.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო „თავისუფლების“ პროექტი, თბ., 2015. — გვ. 292.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეონა აქუბარდია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თეონა აქუბარდია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თეონა აქუბარდია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2017-06-26). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ „დავით აქუბარდიას შვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა“. kvira.ge. 2014-06-03. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ თეონა აქუბარდია. aghmashenebeli.win. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2020.
- ↑ „უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძის გუნდს შეუერთდა“. alia.ge. 2020-07-30. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2020.