თეოდორ ნელდეკე

გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი

თეოდორ ნელდეკე (გერმ. Theodor Nöldeke; დ. 2 მარტი 1836, ჰარბურგი — გ. 25 დეკემბერი, 1930, კარლსრუე) — გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი. სწავლობდა გეტინგენის, ვენის, ლეიდენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. მოღვაწეობდა კილში (1868), გეტინგენსა და სტრასბურგში (1872-1906). მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ისლამცოდნეობა და არამეისტიკა; არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა ეკუთვნის ირანისტიკაშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური შრომა „ყურანის ისტორია“ (გეტინგენი, 1860), რომელშიც მას საფრანგეთის წარწერათა აკადემიის პრემია მიენიჭა. ნელდეკეს ახალსირიული ენის გრამატიკამ (ლაიფციგი, 1868) საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე არამეული დიალექტების მეცნიერულ შესწავლას, ხოლო მისმა გამოკვლევებმა „მანდეური ენის გრამატიკა“ (ჰალე, 1874), „სირიული ენის მოკლე გრამატიკა“ (ლაიფციგი, 1880) ეტაპი შექმნეს არამეისტიკაში. სემიტური ენათმეცნიერების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ნელდეკეს შრომებმა „სემიტური ენები“ (1880), და „ნარკვევები სემიტური ენათმეცნიერებიდან“ (1904).

თეოდორ ნელდეკე
გერმ. Theodor Nöldeke
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1836(1836-03-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ჰარბურგი[9]
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 1930(1930-12-25)[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (94 წლის)
გარდ. ადგილი კარლსრუე[9]
დასაფლავებულია კარლსრუეს მთავარი სასაფლაო
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ენათმეცნიერი, მთარგმნელი, უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე და მწერალი
მუშაობის ადგილი კილის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლეიდენის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Arnold Nöldeke
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის
ხელმოწერა

ნელდეკეს ეკუთვნის საყურადღებო გამოკვლევები ძველი არამეული თხზულების „ამბავი ახიკარ ბრძენისა“ და ბიბლიური ლიტერატურის შესახებ. ნელდეკე უაღრესად ნაყოფიერი მეცნიერი იყო, ავტორია 600-მდე ნაშრომისა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Theodor Nöldeke — 2009.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 AlKindi
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Theodor NÖldeke / B. Delmas — 2009.
  9. 9.0 9.1 9.2 Нёльдеке Теодор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.