თენგო ავსაჯანიშვილი

ქართველი პოეტი

თენგო ავსაჯანიშვილი (დ. 1970, სოფ. გორისციხე, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 31 მაისი, 2024) — ქართველი პოეტი. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსები იბეჭდებოდა რაიონულ გაზეთ „დარიალში“ 80-იან წლებში. 1990 წელს კი დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ ფილმში“, შემდეგ გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ და ჟურნალ „ანეულში“. არის ოთხი წიგნის ავტორი: „მელოდე“ (1998), „სიკვდილს რომ შევეუღლები“ (2000), „მე+შენ“ (2003), „აქ და იქ“ (2016).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი პოეტები, ენციკლოპედია შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა, თბ., 2021 გვ. 11

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება