თენგიზ ჟვანია

ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

თენგიზ ჟვანია (დ. 1939, თბილისი — გ. 2003) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

თენგიზ ჟვანია
დაბ. თარიღი 1939[1]
დაბ. ადგილი თბილისი[1]
გარდ. თარიღი 2003[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი და პედაგოგი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.

შრომით საქმიანობა დაიწყო ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრაზე. 1966-1970 წლებში ასპირანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970). 1970 — წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის უფროსი მასწავლებელი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1973 წელს მივლინებული იყო კუბაში ლას ვილიასის პროვინციის ცენტრალურ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელებზე. 1975 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოცენტი და ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგის მოადგილე. 1983 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. იმავე წელს მივლინებული იყო ტანზანიაში დარ-ეს-სალამის ტექნიკურ კოლეჯში. 1984 წლიდან გააგრძელა მუშაობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1989 წლიდან — ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგე. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, პროფესორი (1993).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მაღალი ძაბვის ტექნიკა ელექტროენერგეტიკაში: სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. ელექტროენგ. სპეც. სტუდ. (თანაავტორი), თბილისი, განათლება, 2002, გვ. 344 ISBN 9992824646
  • შინაგანი გადამეტძაბვა და მათგან დაცვა : დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი), თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტი, 1987, გვ. 99
  • ლაბორატორიული სამუშაოები მაღალი ძაბვის ტექნიკაში: დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი), თბილისი, საქართველოს პოლიტექნ. ინ-ტი, 1982, გვ. 114
  • მაღალი ძაბვის ტექნიკა, გადამეტძაბვა და ტალღები სქემებში, ხაზებასა და ტრანსფორმატორებში: დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი), თბილისი, საქართველოს პოლიტექნ. ინ-ტი, 1981, გვ. 74

ლიტერატუტა

რედაქტირება
  • საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია, თბილისი, 2016, გვ. 285-286

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00019932