თენგიზ აკოფაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თენგიზ აკოფაშვილი (დ. 26 მაისი, 1968 — გ. 3 ნოემბერი, 1992) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თენგიზ აკოფაშვილი დაიბადა სოფელ არალში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ სწავლა განაგრძო ახალციხის საფერშლო სასწავლებელში. 1992 წლის სექტემბერში გაწვეული იყო 22-ე ბრიგადაში, მსახურობდა საარტილერიო დივიზიონში. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს, სოხუმის რაიონის სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

ლიტერატურა

რედაქტირება

უკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბ., 2004, გვ. 44.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება