თენგიზ აბუსერიძე
თენგიზ აბუსერიძე (დ. 8 ნოემბერი, 1945) — ქართველი ინჟინერი.
თენგიზ აბუსერიძე | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 8 ნოემბერი, 1945 |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | ინჟინერი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათენგიზ აბუსერიძე დაიბადა 1945 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ სამტრედიაში. მან 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში, გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ მიწისქვეშა სამუშაოების ტრესტში, ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოში, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მმართველად, შპს „მერცხლის“ პრეზიდენტად, სამმართველოს უფროსად, ცეკავშირის სამშენებლო სამმართველოს უფროსად.
მისი მონაწილეობით შესრულდა გარე ქსელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები ქალაქ თბილისის გლდანის, ვაზისუბნისა და ვარკეთილის მიკრორაიონებში; აიგო წყალსადენი და გადასასვლელი ხიდი დუშეთის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, სინთეტიკური და მწვანესაფარიანი საფეხბურთო სტადიონები — თბილისში, ლესელიძესა და გრიგოლეთში; წყალსათხილამურო კომპლექს „მალთაყვას“ ელექტროტაბლო — ფოთში, „მერსედეს-ბენცის“ მაღაზია-სალონი — ქალაქ თბილისში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ.34., თბ., 2017.