თეიმურაზ ხელაშვილი
თეიმურაზ ხელაშვილი (დ. 22 ივნისი, 1919, თელავი — გ. 4 იანვარი, 1985, თბილისი) — ქართველი მსახიობი და მომღერალი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979).
ბიოგრაფია
რედაქტირება1940 წელს დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სტუდიის სამსახიობო ფაკულტეტი. 1946-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მსახიობ-კონფერანსიედ; 1948 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. 1949 წლიდან მუშაობდა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში მსახიობად; ჰქონდა ხავერდოვანი ლამაზი ტემბრის ხმა, შესანიშნავი სცენური გარეგნობა, ასევე გამოდიოდა როგორც საესტრადო მომღერალი. შესრულებული აქვს კინოროლები ფილმებში „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), მაცივარში ვიღაც იჯდა (1983).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 988, ISBN 99928-20-32-2.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 590.