თეიმურაზ ხაჩიშვილი

„მხედრიონის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი

თეიმურაზ (თემურ) ხაჩიშვილი (დ. 5 იანვარი, 1961, რუსთავი, საქართველოს სსრ) — ქართველი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე, „მხედრიონის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი.

თეიმურაზ ხაჩიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ნოემბერი, 1992 – 10 სექტემბერი, 1993
წინამორბედირომან გვენცაძე
მემკვიდრეედუარდ შევარდნაძე

დაბადებული5 იანვარი, 1961
რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათეატრალური უნივერსიტეტი
მოსკოვის კულტურის ინსტიტუტი
წოდებაგენერალ-მაიორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თეიმურაზ ხაჩიშვილი დაიბადა 1961 წლის 5 იანვარს ქ. რუსთავში, მოსამსახურის ოჯახში. 1977 წელს დაამთავრა რუსთავის მე-2 საშუალო სკოლა. 1984-1988 წლებში სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, ორგანიზატორ-მეთოდისტის სპეციალობით. იყო მოსკოვის კულტურის ინსტიტუტის ხარისხის მაძიებელი.

თემურ ხაჩიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. ის იყო შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1992 წლის 11 მაისიდან 25 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1992 წლის 25 ნოემბრიდან 1993 წლის 10 სექტემბრამდე თემურ ხაჩიშვილი იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1993 წლის 20 ოქტომბრიდან 1995 წლის 8 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ. 1993 წლის 9 დეკემბერს მიენიჭა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება.

კრიმინალური ბიოგრაფია

რედაქტირება

თეიმურაზ ხაჩიშვილი სამჯერ იყო ნასამართლევი. 1979 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით გაასამართლა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 1998 წლის 10 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თ. ხაჩიშვილი გაასამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე; 78-ე; 17-67-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის 17-104 მუხლით; 104-ე მუხლით; 209-ე პრიმის მე-2 ნაწილით. განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (აქედან 8 წელი საპყრობილეში მოხდით). შეწყალებულ იქნა 2002 წლის 5 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის #929 განკარგულებით და გათავისუფლდა პატიმრობიდან. გათავისუფლების შემდეგ თეიმურაზ ხაჩიშვილმა დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „დათვი“. 2004 წლის 25 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით დაპატიმრებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის (იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვა) ბრალდებით. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.

ლიტერატურა

რედაქტირება