თეიმურაზ შაშიაშვილი
თეიმურაზ შაშიაშვილი (დ. 20 ივნისი 1951, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი, იყო იმერეთის მხარის გუბერნატორი 1995-2003 წლებში. 2004 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში.
თეიმურაზ შაშიაშვილი | |
იმერეთის მხარის გუბერნატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1995 – 2003 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
მემკვიდრე | დავით მუმლაძე |
ქუთაისის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1993 – 1996 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
დაბადებული | 20 ივნისი, 1951 ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საარჩევნი ოლქი | ქუთაისი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
შვილები | 3 |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის 27-ე საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს პოლიტიკური სასწავლებელში. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქუთაისის სტამბაში, სადაც იმუშავა 5 წელი. 1974 წელს ჟიული შარტავას რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტში. 1978 წელს აირჩიეს კომკავშირის ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი). 1993-1995 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის პირველი მერი. შაშიაშვილის ქალაქის მერად მუშაობის დროს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად. 1995 - 2003 წლებში იყო იმერეთის მხარი პირველი გუბერნატორი. 1998 წელს აკაკი ელიავას შეთქმულების დროს აჯანყებულმა რაზმებმა ტყვედ აიყვანეს, თუმცა შემდგომში გაათავისუფლეს. თანმდებობიდან გადადგა ვარდების რევოლუციის შემდეგ და 2004 წლის იანვარში მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. შაშიაშვილმა მიიღო ხმათა 1.87%.
2009 წლის აპრილში დააფუძნა პოლიტიკური პარტია „თეთრები“, რომელიც დარეგისტრირდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თავად შაშიაშვილი კი ამავე არჩევნებზე დარეგისტრირდა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დააგროვა ხმების 0.6 %.
ჯილდოები
რედაქტირებადაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომით. არის აშშ-ს ქალაქების კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქე. არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეიმურაზ შაშიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თეიმურაზ შაშიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- თეიმურაზ შაშიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- პარტია „თეთრების“ ოფიციალური ვებგვერდი