თეიმურაზ ჟღენტი

ქართველი ინჟინერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თეიმურაზ ჟღენტი (დ. 22 იანვარი, 1947, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1977 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით.

1963-1974 წლებში მუშაობდა ბათუმის ფეხსაცმელების ფაბრიკის მუშად. 1974-1977 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის სისტემაში, ჯერ სამშენებლო უბნის მუშად, შემდეგ კი №2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ლაბორანტად. 1977-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. 1981 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 2001 წლამდე. 2001-2002 წლებში იყო სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. 2002-2008 წლებში ამავე განყოფილების უფროსი. 2008 წლიდან სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. არის სამშენებლო საქმის უმაღლსი რანგის პროფესიონალი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და დაქვემდებარებული სამსახურის მეშვეობით, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ, მშენებარე ობიექტებზე სისტემატურად ხორციელდება თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების ათვისება-დანერგვა და სამშენებლო სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა. მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 222-223

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება