თეიმურაზ მარკოზაშვილი (არქიტექტორი)

თეიმურაზ მიხეილის ძე მარკოზაშვილი (დ. 5 დეკემბერი, 1927, თელავი, — გ. 14 ივლისი, 1973, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მისი ძირითადი ნაუშევრებია: საცხოვრებელი სახლები თბილისში (1952), საჰაერო საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურები კუს ტბაზე (1962), საცხოვრებელი სახლები ტყიბულში, ოზურგეთში (1954-57), 280-ადგილიანი ტურბაზა ვარძიაში (1978), ახალი ათონის გამოქვაბულის კომპლექსი (1976, ავტორთა ჯგუფთან ერთად; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1977).

ლიტერატურა

რედაქტირება