თეიმურაზი (საკუთარი სახელი)

მამაკაცის საკუთარი სახელი
თეიმურაზი

(სპარს. تهمورث ,طهمورث)

სპარსული
სქესი: მამრობითი
ეტიმოლოგიური მნიშვნელობა: „მელიისტყაოსანი“

კნინობ. ფორმები: თემო, თემური
უცხოენოვანი ანალოგები:

ინგლ. Teimuraz
უკრ. Теймураз
ფრანგ. Teimouraz

დაკავშირებული სტატიები: დაწყებული „თეიმურაზი“

ყველა სტატია „თეიმურაზი“

თეიმურაზი — ქართული საკუთარი სახელი, რომელიც წარმოიშვა სპარსული ანალოგისგან, ნიშნავს „მელიისტყაოსანს“, [1], „სულით ძლიერს“, „ძლიერ მელას“[2]. პირველად გვხვდება „შაჰნამეს“ ერთ-ერთი მთავარი გმირის — სპარსეთის მითური მეფე თაჰმურასის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარული იყო სპარსულ კულტურაში, შემდეგ კი დამკვიდრდა საქართველოშიც. მისი კნინობითი ფორმებია თემო და თემური. გავრცელებულია ასევე ჩრდილოეთ ოსეთში (ოს. Таймураз), იშვიათად გვხვდება აზერბაიჯანსა (აზერ. Teymuraz, Təhmuraz) და სომხეთში (სომხ. Թեյմուրազ).

სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 20633 მატარებელი[3].

სქოლიო რედაქტირება