თეთრდინგა დელფინი
თეთრდინგა დელფინი (Lagenorhynchus albirostris) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. მიეკუვთნება კბილიანი ვეშაპების სუბრიგს.
ტაქსონომია
რედაქტირებათეთრდინგა დელფინი პირდელად ბრიტანელმა ტაქსონომმა, ჯონ ედვარდ გრეიმ აღწერა 1846 წელს. იმის გამო, რომ ეს სახეობა ევროპის წყლებში უხვად ბინადრობს,ის ერთ-ერთი პირველი სახეობა იყო, რომელიც Lagenorhynchus-ის გვარს მიაკუთვნეს (lagenos, ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ბოთლი“,; rhynchos - „დინგი“). მისი სპეციფიკური სახელი, albirostris ითარგმნება როგორც „თეთრი დინგი“ და სახეობის დინგის ფერზე მიუთითებს.[1]
აღწერა
რედაქტირებაზრდასრული თეთრდინგა დელფინი 2.3-დან 3.1 მეტრამდე სიგრძისაა და 180-დან 354კილოგრამამდე იწონის. ახალშობილები 1.1-1.2 მეტრის სიგრძის არიან და დაახლოებით 40 კილოგრამს იწონიან.[2] სხეულის ზედა ნაწილი და ფარფლები მუქი ნაცრისფერი აქვთ, ხოლო ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერინაცრისფერი, თითქმის თეთრი. როგორც სახელი მიუთითებს, ამ სახეობას ჩვეულებრივ თეთრი დინგი აქვს, თუმცა შეიძლება შავი ან ნაცრისფერიც ჰქონდეს.[3]
თეთრდინგა დელფინებს ზედა და ქვედა ყბაზე 25-28 კბილი აქვთ. აქვთ ხერხემლის 92 ძვალი, ოკეანის დელფინებს შორის ყველაზე მეტი. ახალშობილებს ზედა ტუჩის ორივე მხარეს ორი ან ოთხი ვიბრისი აქვთ, მაგრამ ზრდასთან ერთად ვიბრისები ქრება. კბილიანი ვეშაპების მსგავსად ეს სახეობაც უბეწვოა.[4]
გავრცელება და ჰაბიტატი
რედაქტირებათეთრდგინა დელფინი ენდემურია ცივი ტემპერატურისა და ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის სუბარქტიკული წყლებისთვის. უმთავრესად ბინადრობს 1000 მეტრზე ნაკლები სიღრმის ზღვებში.[5] გავრცელების სივრცე მოიცავს კეიპ კოდიდან წმინდა ლოურენსის მდინარემდე და გრენლანდიის სამხრეთამდე წყლებს,ისლანდიის ირგვლივ წყლებს, ხოლო დასავლეთით სვალბარდიდან საფრანგეთამდე წყლებს. თეთრდინგა დელფინები არ არიან აკარგად ადაპტირებულები არქტიკულ პირობებთან.[6] იმის გამო, რომ ისინი არქტიკულ პირობებთან შეგუებულები არ არიან, უფრო დაუცველები არიან და ხშირად პოლარული დათვების მსხვერპლი ხდებიან.[7] ამ ფართო რეგიონის შიგნით თეთრდინგა დელფინები ძირითადად ოთხ წერტილში ბინადრობენ: გრენლანდიის სამხრეთთან ახლოს ლაბრადორის შელფზე, ისლანდიის ირგვლივ, ბრიტანეთის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და ნორვეგიის სანაპიროებთან.[4] სუბსახეობები არ გამოიყოფა.
ბიოლოგია და ქცევა
რედაქტირებათეთრდინგა დელფინების პოპულაცია, შეწყვილების შემთხვევები და სიცოცხლის ხანგრძლივობა არ არის ცნობილი. წყაროთა ნაწილის მიხედვით რამდენიმე ასეულ ათასზე მეტი ინდივიდი უფრო მეტად ჩრდილო ატლანტიკის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს, ვიდრე დასავლეთში.
თეთრდინგა დელფინები უმთავრესად Gadidae -ის ოჯახის თევზებით იკვებებიან.[8][9] ისინი სოციალური ცხოველები არიან. ძირითადად 10-ზე ნაკლები ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებად ცხოვრობენ, თუმცა ზოგიერთ ჯგუფში 100-ზე მეტი ინდივიდიცაა. მათი ექოლოკაციის სიხშირე 115kHz-ია, ხოლო სოციალური სტვენის დაახლოებით 35kHz, რის გამოც მათ სხვა ინდივიდებისთვის ხმის მიწვდენა 10 კმ-ის მანძილზეც შეუძლიათ.[10][11][12]
თეთრდინგა დელფინები აკრობატები არიან. ჩვეულებრივ ნელები არიან, ცურავენ 30კმ/სთ სიჩქარით და 45 მეტრის სიღრმეზე ყვინთვა შეუძლიათ. სოციალურად იკვებებიან - როგორც სხვა დელფინებთან ერთად, ისე ფინვალთან, ცელნამგალა ვეშაპთან და კუზიან ვეშაპთან ერთად.
შეწყვილების პერიოდი ზაფხულია, ახალშობილებს კი ივნისსა დასექტემბერს შორის პერიოდში აჩენენ. მდედრები სექსუალურად 6-10 წლის ასაკში მწიფდებიან, ხოლო მამრები 2 წლით უფრო გვიან, ვიდრე მდედრები.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reeves, Randall (2002). National Audubon Society Guide to Marine Mammals of the World. Knopf, გვ. 395–397. ISBN 0-375-41141-0.
- ↑ (2006) Whales, Dolphins and Other Marine Mammals of the World. Princeton Field Guides, გვ. 199–200. ISBN 9780691127569.
- ↑ Bertulli, C.G.; et al. (July 2016). „Color patterns in white-beaked dolphins (Lagenorhynchus albirostris) from Iceland“. Marine Mammal Science. 32 (3): 1072–1098. doi:10.1111/mms.12312.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Galatius, A. & Kinze, C.C. (August 2016). „Lagenorhynchus albirostris (Cetacea: Delphinidae)“. Mammalian Species. 48 (933): 35–47. doi:10.1093/mspecies/sew003. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|last-author-amp=
(დახმარება) - ↑ Hansen, R.G. & Heide-Jørgensen, M.P. (November 2013). „Spatial trends in abundance of long-finned pilot whales, white-beaked dolphins and harbour porpoises in West Greenland“. Marine Biology. 160 (11): 2929–2941. doi:10.1007/s00227-013-2283-8. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|last-author-amp=
(დახმარება) - ↑ Polar bears eating dolhins as waters warm Bloomberg News, retrieved June 12, 2015
- ↑ Aars, J.; Andersen, M; Brenière, A.; Blanc, S. (2015). „White-beaked dolphins trapped in the ice and eaten by polar bears“. Polar Research. 34. doi:10.3402/polar.v34.26612.
- ↑ Jansen, O.E.; et al. (December 2010). „Are white-beaked dolphins Lagenorhynchus albirostris food specialists? Their diet in the southern North Sea“. Journal of the Marine Biological Association of the United Kingdom. 90 (8): 1501–1508. doi:10.1017/S0025315410001190.
- ↑ Canning, S.J.; et al. (September 2008). „Seasonal distribution of white-beaked dolphins (Lagenorhynchus albirostris) in UK waters with new information on diet and habitat use“. Journal of the Marine Biological Association of the United Kingdom. 88 (6): 1159–1166. doi:10.1017/S0025315408000076.
- ↑ Fall J. & Skern-Mauritzen, M. (May 2014). „White-beaked dolphin distribution and association with prey in the Barents Sea“. Marine Biology Research. 10 (10): 957–971. doi:10.1080/17451000.2013.872796. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|last-author-amp=
(დახმარება) - ↑ Rasmussen, M.H. & Miller, L.A. (2002). „Whistles and clicks from white-beaked dolphins, Lagenorhynchus albirostris, recorded in Faxaflói Bay, Iceland“ (PDF). Aquatic Mammals. 28 (1): 78–89. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|last-author-amp=
(დახმარება) - ↑ Rasmussen, M.H.; et al. (January 2006). „Source levels and harmonic content of whistles in white-beaked dolphins (Lagenorhynchus albirostris)“. The Journal of the Acoustical Society of America. 120 (1): 510–517. doi:10.1121/1.2202865.