ვიბრისი
ვიბრისი (ლათ. vibrissae < vibro — ვირხევი, ვიგრიხები), დიდი ზომის ძუძუმწოვრების მგრძნობიარე ბეწვი. ვიბრისები ჩვეულებრივ განლაგებულია ჯგუფებად თავზე (ცხვირზე, თვალებს ზემოთ, ლოყაზე და სხვა), ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებზეც. ვიბრისები სპეციალიზებული გრძნობის ორგანოებია, რომლებიც აღიქვამენ გარემოს უმცირეს რხევებს. ვიბრისების ფუძე ჩაფლულია თმის ჩანთაში და ირგვლივ ვენური ღრუ აქვს. ნამარხი მხეცისნაირი ქვეწარმავლების ქალას ძვლების აგებულებიდან ჩანს, რომ ვიბრისები ჰქონიათ ძუძუმწოვართა წინაპრებსაც, ე. ი. ვიბრისი თმაზე უფრო ძველი წარმოშობისაა. ზოგჯერ ვიბრისს უწოდებენ ადამიანნის ცხვირის ღრუს დიდ ბალნებს და მწერების სხეულის ჯაგრებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 4, გვ. 395, თბ., 1979