თეთრახევის წმინდა გიორგის ხატი
თეთრახევის წმინდა გიორგის ხატი, სალოცავი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრახევის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ხატი ოთხკუთხა პრიზმის ფორმის მასიური ნაგებობაა (2,5x0,97 მეტრი, სიმაღლე 1,7 მეტრი), დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. ხატს ფიქალის ორფერდა სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 385.