თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური — თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური) 2018-2020 წწ, რომლის დანიშნულება იყო უზრუნველეყო თბილისის მდგრადი და თანაბარი ურბანული განვითარება, ინტეგრირებული, ინკლუზიური და უსაფრთხო საქალაქო გარემოს ფორმირება. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენდა თბილისის მერიას და შესაბამისად, ანგარიშვალდებული იყო თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.[1]
თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური | |
---|---|
შეიქმნა | 22 თებერვალი, 2018 |
სტატუსი | თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული |
ტიპი | საჯარო |
მიზანი | ქ. თბილისში ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა. |
მდებარეობა | ჟ. შარტავას №7 |
ემსახურება რეგიონს | თბილისი |
სამსახურის უფროსი | გიორგი ებანოიძე |
კურატორი | ილია ელოშვილი (მერის მოადგილე) |
ბიუჯეტი | ? |
შტატი | 31 |
შტატი | 31 |
სამსახურის უფროსი იყო თბილისის მთავრობის წევრი და პასუხისმგებელი და უფლებამოსილებას იხსნიდა თბილისის მერის წინაშე. სამსახურის უფროსს ჰყავდა სამი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავდა და თანამდებობებიდან ათავისუფლებდა თბილისის მერი. სამსახურის დაფინანსება ხორციელდებოდა თბილისის ბიუჯეტის სახსრებით. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენდა თბილისის საკუთრებას.[2]
ისტორია
რედაქტირებასამსახური შეიქმნა 2018 წლის 16 იანვარს, თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან გამოყოფილი ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის საფუძველზე. 2019 წლის პირველ მეოთხედში სამსახურში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. შედეგად შეიცვალა განყოფილებები, ხოლო რამდენიმე ფუქნცია გადაეცა ქონების მართვის სააგენტოს.
2020 წლის 1 მარტიდან სამსახური გაუქმდა [3] და მისი ფუნქციები გადაიბარა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურმა.[4]
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
რედაქტირებასამსახური ამჟამად შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:[5]
- განაშენიანების რეგულირების გეგმების მართვის განყოფილება;
- სპეციალური (ზონალური) შეთანხმების განყოფილება;
- ურბანული პოლიტიკის და დაგეგმარების განყოფილება.
2018-2019
რედაქტირებასამსახური შექმნის მომენტში შედგებოდა შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
- ურბანული პოლიტიკის განსაზღვრისა და კვლევის განყოფილება;
- ურბანული მართვის განყოფილება;
- ურბანული დაგეგმარების და განახლების განყოფილება.
თითოეული განყოფილება, მინიჭებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს მომსახურების მიწოდებას შემდეგი მიმართულებებით:[6]
- ურბანული პოლიტიკის განსაზღვრისა და კვლევის განყოფილების ფუნქციებია:
- მდგრადი ურბანული განვითარების მუნიციპალური პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
- სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე ტერიტორიების განვითარებისა და განახლების პროგრამების ფინანსური მოდელების შემუშავებაში მონაწილეობა, მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და იურიდიულ პირებთან ერთად;
- კომპეტენციის ფარგლებში კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა, მათ შორის მოქმედი საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ასევე შიდა სამსახურებრივი სტანდარტების შექმნა და მოწესრიგება;
- ურბანული მართვის განყოფილების ფუნქციებია:
- მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი, და აქედან გამომდინარე:
- ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე მერიისა და საკრებულოსთვის გადაწყვეტილებათა პროექტებისა და დასკვნების მომზადება;
- სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
- თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების ან სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიისთვის დასკვნების ან/და რეკომენდაციების მომზადება;
- თბილისის მერთან არსებული „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის“ დასკვნების ან/და რეკომენდაციების მომზადება;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადება/დადგენა;
- მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებასთან/დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება, მათი კორექტირება და სხვა.
- ურბანული დაგეგმარების და განახლების განყოფილების ფუნქციებია:
- დაგეგმარებითი საქმინაობის წარმოება, აგრეთვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესის მართვა და მისი შემდგომი განხრციელების უზრუნვეყოფა;
- ცალკეული ტერიტორიების განვითარების კონცეფციების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
- ქალაქთმშენებლობითი ნორმებისა და სტანდარტების სისტემატიზაცია და იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
- ურბანული დიზაინის ცალკეული პროექტების მომზადება.
განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ასევე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებ გვერდი. თბილისის მერია (2018).[7]
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-16. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2018).[მკვდარი ბმული]
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42-33. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2019).[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დებულება: მუხლი 1. ზოგადი დებულებები.
- ↑ დებულება: მუხლი 3. სამსახურის უფროსი.
- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №42-33 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-5. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-16. ციტირების თარიღი: 2020-02-16.
- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-2. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2020).[მკვდარი ბმული]
- ↑ დებულება: მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები.
- ↑ დებულება: მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები.
- ↑ სამსახურს ოფიციალური ვებ საიტი არ გააჩნია